მომავლის

ახალი ამბები

Nissan-მა შექმნა კონცეპტი GTR-X – მომავლის სატრანსპორტო ეგზოჩონჩხი

Nissan-ის დიზაინის განყოფილებამ წარადგინა ფუტურისტული სრული ზომის პერსონალური სატრანსპორტო საშუალების მოდელი GTR-X, რომლის შექმნა 2050 წლისთვისაა დაგეგმილი.  კონცეფციის ავტორია ნიჭიერი დიზაინერი ჯებომ ჩოი, რომელმაც სტაჟირება გაიარა Nissan Design America-ში.   GTR-X მალე ვერ აიწყობა, თუმცა ეს გახლავთ შესანიშნავი გამოხატულება, თუ როგორ ხედავენ მომავალს ახალგაზრდა სპეციალისტები…

Read More »
ლიტერატურა

რევაზ თვარაძე – ფიქრები მომავლის პოეზიისათვის

თუ გულდასმით დავუკვირდებით თანადროული მსოფლიოს კულტურული განვითარების ტენდენციებს, სხვა დამახასიათებელ ნიშანთა შორის კიდევ ერთს შევამჩნევთ: ეს არის სწრაფვა მთლიანობისაკენ, სინთეზისაკენ.…

Read More »
ავტომობილი

Jaguar Land Rover Vector: მომავლის ავტონომიური ელექტრო ტრანსპორტი

კომპანია Jaguar Land Rover-მა წარადგინა საკუთარი ხედვა, თუ როგორი შეიძლება იყოს მეგაპოლისებისთვის განკუთვნილი მომავლის ელექტრო ტრანსპორტი: კონცეპტს სახელად ეწოდა Project Vector.  ახალი სატრანსპორტო საშუალება  გახლავთ კომპლექსური…

Read More »
ახალი ამბები

„თითქმის ვიბრანიუმი“: მეცნიერებმა აღმოაჩინეს ლითონი მომავლის ელექტრო მოწყობილობების შესაქმნელად

ფანტასტიკის ჟანრის ნაწარმოებებში ხშირად ვხვდებით სხვადასხვა ელემენტისა და  ნივთიერებების აღწერილობებს, რომელთა გამოყენებით კაცობრიობა ახდენს მკვეთრ ნახტომს ტექნოლოგიურ განვითარებაში. რეალურ ცხოვრებაში საქმე გაცილებით რთულადაა,…

Read More »
ახალი ამბები

მომავლის მოტოსპორტი: როგორი იქნება Formula-1 2050 წელს?

Tesla და სხვა ავტომწარმოებლები თვლიან, რომ მომავალი ელექტროძრავებისაა. რა თქმა უნდა, ტენდენცია აისახება რბოლებისთვის განკუთვნილ ავტომობილებზეც – ბრიტანულმა ფირმამ McLaren-მა საზოგადოებას გააცნო მომავლის Formula-1 ჩემპიონატის საკუთარი ხედვა. კომპანია თვლის, რომ რამოდენიმე ათეული წლის შემდეგ შეჯიბრი საინტერესო იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მასში ჩართული იქნება ხელოვნური ინტელექტი, ავტომობილების ახალი სახეობები და სპეციალური დისპლეები, რომლებზეც აისახება პილოტების ემოციური მდგომარეობა. მომავლის კონცეპტმა სახელად მიიღო MCLExtreme.  კომპანია თვლის, რომ Formula-1-ის ავტომობილები შეძლებენ განავითარონ 500 კმ/სთ-მდე სიჩქარე. თანამედროვე საზომებით ეს წარმოუდგენელი მაჩვენებელია. ელექტროძრავებს არ დასჭირდება დამუხტვა, რადგან ისინი პირდაპირ რბოლის დროს პიტ-ლეინის ზონაში დაიტენებიან. რაც უფრო შენელებულად იმოძრავებს ავტომობილი, მით მეტ დამუხტვას მიიღებს, თუმცა ამავე დროს იგი ამით რისკავს – ჩამორჩეს კონკურენტებს. არსებობს მეორე ვარიანტიც: პილოტები შეძლებენ დასამუხტი ენერგია „მოპარონ“ წინ მიმავალ ავტომობილებს. აგრეთვე, მომავალში შესაძლებელი იქნება გამოირიცხოს გაჩერებები საბურავების შესაცვლელად, რადგან ისინი ავტომატურად განახლდება.  პილოტის სალონი მთლიანად დახურული იქნება, რადგან მრბოლელები ვერ აიტანენ 500 კმ/სთ სიჩქარეზე სვლას დაცვის გარეშე. McLaren-ის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ უკვე დროა მაყურებელს მიეცეს საშუალება – იხილოს მაგალითად პილოტების ემოციები. ასე რომ კომპანიას აქვს შემოთავაზება – რაიმე სახით, თუნდაც ფერებით აისახოს ემოციები: მაგალითად, პილოტის ბრაზი გამოჩნდეს წითლად, სიმშვიდე კი მწვანედ.  დიდი ალბათობით 2050 წლისთვის ავტომობილთა უმეტესობა ავტონომიური იქნება, ასე რომ სარბოლო მანქანები ხელოვნური ინტელექტით აღიჭურვება. არა, კომპანია არ აპირებს პილოტებს საჭის მართვის შესაძლებლობა ჩამოართვას – იგი ცდილობს მათი რბოლა უფრო საინტერესო გახადოს. კერძოდ, საუბარი ეხება გარემომცველ პირობებს, მრბოლელის პოზიციას და მის მდგომარეობას – სისტემა შეძლებს შეიმუშავოს ახალი სტრატეგია და იგი მრბოლელს ჰოლოგრაფიულ დისპლეიზე წარუდგინოს.  რაღა თქმა უნდა, შეიცვლება გზებიც. ისინი გახდება უფრო მეტად ადაპტირებული ექსტრემალურ ამინდსა და პირობებთან და მაყურებლებისგან გამოყოფილი იქნება გამჭვირვალე ბარიერებით, რათა მათ შეძლონ – მაქსიმალურად ახლოს იყვნენ გზასთან. ასევე, მაყურებლებს შესაძლოა მისცენ წვდომა შერეული რეალობის მოწყობილობებზე, რომლებზეც რბოლასთან დაკავშირებული სრული ინფორმაცია აისახება. 

Read More »
ახალი ამბები

MIT წარმოგიდგენთ ნამდვილ ცოცხალ ყვავილებს, რომლებიც მომავლის სახლებს გაანათებენ

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ქიმიკოსებმა მომავლის სმარტ-სახლებისათვის შექმნეს განათების სისტემა, რომელსაც საფუძვლად უდევს ნამდვილი ლუმინესცენსიური მცენარეები. MIT-ის პროფესორმა მაიკლ სტრანომ განახორციელა ფლოურესცენციური ნანონაწილაკების მცენარეებში იმპლანტირება, რის შედეგადაც…

Read More »
ახალი ამბები

მომავლის თვითმფრინავები – ვირტუალური რეალობის მოწყობილობებით, იოგას სტუდიებითა და კომფორტის სხვადასხვა საშუალებით

2018 წელს კომპანია Qantas-მა წარადგინა შეტყობინება ევროპასა და ავსტრალიას შორის პირველი უწყვეტი ფრენის შესახებ. 17-საათიანი შეუჩერებელი ფრენა შესაძლებელი გახდა იმით,…

Read More »
Back to top button