Hi-Techავტომობილიახალი ამბები

Nissan-მა შექმნა კონცეპტი GTR-X – მომავლის სატრანსპორტო ეგზოჩონჩხი

Nissan-ის დიზაინის განყოფილებამ წარადგინა ფუტურისტული სრული ზომის პერსონალური სატრანსპორტო საშუალების მოდელი GTR-X, რომლის შექმნა 2050 წლისთვისაა დაგეგმილი.  კონცეფციის ავტორია ნიჭიერი დიზაინერი ჯებომ ჩოი, რომელმაც სტაჟირება გაიარა Nissan Design America-ში.  

GTR-X მალე ვერ აიწყობა, თუმცა ეს გახლავთ შესანიშნავი გამოხატულება, თუ როგორ ხედავენ მომავალს ახალგაზრდა სპეციალისტები და რა ტექნოლოგიების განვითარებაა საჭირო იდეების რეალიზებისთვის. დიზაინერის ჩანაფიქრის თანახმად თავად მანქანა წარმოადგენს ეგზოჩონჩხს, რომელიც განკუთვნილი იქნება ადამიანის გადაყვანისთვის საყოველთაო გამოყენების გზებზე. ეს არ იქნება ავტომობილი ან სატრანსპორტო პლატფორმა, არამედ რაღაც სკაფანდრის მსგავსი, რომლის კონსტრუქცია ჰორიზონტალურია და ექნება საბურავები. საბურავები სფეროსებრია და შეუძლიათ ბრუნვა ყველა მიმართულებით, 360 გრადუსით. 

image.jpeg

GTR-X-ის პილოტი ეგზოჩონჩხში განთავსებული იქნება სახით წინ, რაც საშუალებას იძლევა მანქანა იყოს მეტად დაბალი, შემცირდეს წინაღობა და უზრუნველყოფილ იქნას ძალიან სწრაფი აჩქარება. კონსტრუქციაში მოცემული არ იქნება საქარე მინა და ფანჯრები – ყველა სახის ინფორმაცია მოდის კამერებისა და სენსორებისგან და მიეწოდება პილოტის ვირტუალური რეალობის ჰედსეტს. არ იქნება მოცემული მართვის ელემენტები, მართვა განხორციელდება მენტალურად, ტვინის პირდაპირი ბრძანებებით. შედეგად გაუმჯობესდება საგზაო ვითარებებში რეაქციის სიჩქარე, პილოტი და ეგზოჩონჩხი ერთ მთლიანობად იქცევიან. 

მანქანის ძრავი წარმოდგენილია პლაზმური ბირთვის სახით და აქვს უსასრულო მუშაობის პოტენციალი. ჯერჯერობით უცნობია, როგორ მოხდება მისი კონტროლი ან როგორ უნდა იქნას დაცული პილოტი მაღალი ტემპერატურისგან კორპუსში, რომლის სიგრძე მხოლოდ 3 მეტრია. თუმცა, სწორედ ეს გახლავთ კონცეპტის არსი – გამოტოვებულ იქნას მსგავსი დეტალები და ინჟინრები და კონსტრუქტორები წახალისდნენ პროგრესის მიღწევისთვის. 

image.jpeg

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button