პოეზია

გალაკტიონ ტაბიძე რა მიმზიდველი იყო ზღაპარი ..

რა მიმზიდველი იყო ზღაპარი –
შორეულ ქალის, შორეულ გედის,
არ ვიქნებოდით ჩვენ თანაბარი
პალადინები ერთი იმედის.

მადლობა უფალს: არა ვარ რუსი,
ჩვენ გვაშორებდა მხოლოდ სართული:
რომ ჩემს ძარღვებში, წვეთი-ბურუსი
სისხლი არ არის არა ქართული.

მაგრამ ერთგვარად ხედავდა თვალი,
დაბინდებული ნისლით და ყინვით
და ერთნაირად ვიყავით მთვრალი
შენ შენი თოვლით, მე ჩემი ღვინით.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button