პოეზია

გალაკტიონ ტაბიძე რა მშვენიერი და კარგი ..

რა მშვენიერი და კარგი დღეა,
იგი სრულია.
ჩვენი იდეა, დიდი იდეა
ხორცშესხმულია.
წითელ ვარდებით ერთვება კორძი
მზიურ ვარდის ხეს…
მისწრაფებებმა არა თუ ხორცი –
ფრთებიც შეისხეს.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button