![](http://i0.wp.com/scroll.ge/wp-content/uploads/2020/10/კიდევ-ერთი-გეიმინგ-სტრიმინგ-სერვისი-Amazon-მა-წარადგინა-Luna.jpeg?fit=750%2C500&ssl=1)
კიდევ ერთი გეიმინგ სტრიმინგ სერვისი: Amazon-მა წარადგინა Luna
Amazon-მა წარადგინა ქლაუდ თამაშების პლატფორმა სახელწოდებით – Luna. სიახლე მოულოდნელი არ არის: გასული წლიდან მოყოლებული ვრცელდებოდა ხმები კოდური დასახელების მქონე სერვის Tempo-ზე, ასევე გამოჩნდა Amazon-ის წარმოების გეიმინგ-კონტროლერი.
![image.jpeg](http://i0.wp.com/scroll.ge/wp-content/uploads/2020/10/image.jpeg.c0e57850b89e87c0ff3a9a901d6d8ed2.jpeg?w=780&ssl=1)
უცნობია როდის ამოქმედდება Luna, თავდაპირველად იგი ხელმისაწვდომი გახდება Windows-ზე, macOS-ზე, Fire TV-ზე, აგრეთვე iPhone-სა და iPad-ზე (ვებ-აპლიკაციის მეშვეობით). Android-ვერსიის გამოშვება მოგვიანებით იგეგმება. Amazon აცხადებს, რომ დაინტერესებულ მომხმარებლებს აშშ-ში უკვე შეუძლიათ მოითხოვონ ადრეული წვდომა. საერთაშორისო ბაზარზე გამოსვლის თარიღი ცნობილი არ არის.
Luna Plus ხელმისაწვდომი იქნება „საწყისი ფასით“ თვეში 5.99 აშშ დოლარად ადრეული წვდომის ეტაპზე: იგი გამომწერებს საშუალებას მისცემს ითამაშონ სხვადასხვა პროექტი ერთდროულად ორ მოწყობილობაზე ზოგიერთ თამაშში 4K-მდე გაფართოებაზე. ბუნებრივია, ქლაურდ-სერვისი იმუშავებს კომპანიის კარგად ცნობილ ვებ-პლატფორმა AWS-ზე.
![image.jpeg](http://i0.wp.com/scroll.ge/wp-content/uploads/2020/10/image.thumb_.jpeg.3e33645d3555f0e634e8e275687b992c.jpeg?w=780&ssl=1)
Amazon-მა განაცხადა, რომ Luna Plus-ის ფარგლებში ხელმისაწვდომი იქნება ასზე მეტი თამაში, რომელთა შორისაა Resident Evil 7, Control, Panzer Dragoon, A Plague Tale: Innocence, The Surge 2, Yooka-Laylee, GRID, Abzu და Brothers: A Tale of Two Sons. Amazon-ის განცხადებით, ეტაპობრივად მეტი თამაში დაემატება. მაგალითად, კომპანია თანამშრომლობს Ubisoft-თან ცალკე გეიმინგ არხის შექმნის მიზნით:
„გეიმერები, რომლებიც ამ არხს გამოიწერენ, წვდომას მიიღებენ Ubisoft-ის თამაშებზე 4K გაფართოებამდე, ასევე მობილურ გეიმინგ პროცესსა და ახალ თამაშებზე, როდესაც არხი ამოქმედდება: მაგალითად, Assassins Creed Valhalla, Far Cry 6 და Immortals Fenyx Rising ხელმისაწვდომი გახდება ამოქმედების დღესვე. ეს გახლავთ მრავალთაგან ერთ-ერთი პირველი თამაშები Luna-ს არხზე, სადაც მომხმარებლები შეძლებენ ნებისმიერი ჟანრისა და სტუდიის თამაშებით სარგებლობას.
![image.jpeg](http://i0.wp.com/scroll.ge/wp-content/uploads/2020/10/image.jpeg.8e744edf16d1fe647dd747abe2038556.jpeg?w=780&ssl=1)
![image.jpeg](http://i0.wp.com/scroll.ge/wp-content/uploads/2020/10/image.jpeg.bac0e4e4e28c81319a417053498999bd.jpeg?w=780&ssl=1)
Luna ინტეგრირებული იქნება Twitch-თანაც. გეიმერები Luna-ს მეშვეობით შეძლებენ უყურონ Twitch-ის ტრანსლაციებს, Twitch-ის მეშვეობით კი – ჩართავენ Luna-ს თამაშებს. საინტერესოა, რომ Bluetooth-კონტროლერებში მხარდაჭერილია ტრადიციული პერსონალური კომპიუტერის მართვა კლავიატურითა და მაუსით. Amazon-მა წარადგინა საკუთარი გეიმპადიც – Luna Controller – Alexa-ს მხარდაჭერით, რომლის ფასი ადრეული წვდომის პერიოდში 49.99 აშშ დოლარი იქნება.
![image.jpeg](http://i0.wp.com/scroll.ge/wp-content/uploads/2020/10/image.jpeg.af34ff0d5ab1f2a94be6b901822b5cee.jpeg?w=780&ssl=1)
Google Stadia-ს კონტროლერის ანალოგიურად, Luna Controller უკავშირდება პირდაპირ ქლაუდს შეყოვნების შემცირების მიზნით და პრიორიტეტს ანიჭებს Wi-Fi კავშირს. Amazon-ის შეფასებით, Luna Controller Cloud Direct-ის მეშვეობით შეყოვნებას ამცირებს 17-30 მილიწამით კომპიუტერსა და Fire TV-სთან Bluetooth-ით მუშაობასთან შედარებით. იმის წყალობით, რომ Luna Controller პირდაპირ ქლაუდ-სერვერს უკავშირდება, გეიმერები მარტივად შეძლებენ ეკრანებს შორის გადართვას: მაგალითად, Fire TV-დან სმარტფონზე.
სტრიმინგ სერვის Twitch-ის ფლობის პარალელურად Amazon ასევე მუშაობს საკუთარ თამაშებზე, მათ შორისაა ონლაინ-შუთერი Crucible, რომელიც იმდენად წარუმატებელი აღმოჩნდა, რომ სწრაფად დაუბრუნდა დახურული ბეტა-ტესტირების სტადიას. კომპანია მუშაობს აგრეთვე მრავალმომხმარებლიან თამაშზე – New World, რომლის დებიუტი მიმდინარე ზაფხულს უნდა შემდგარიყო, თუმცა 2021 წლამდე გადაიდო.
![image.jpeg](http://i0.wp.com/scroll.ge/wp-content/uploads/2020/10/image.jpeg.5de63efa9deeabd9d87b94077267e0a3.jpeg?w=780&ssl=1)
![image.jpeg](http://i0.wp.com/scroll.ge/wp-content/uploads/2020/10/image.jpeg.17a87ee30f60dad2afc6f9f4cd16d2a6.jpeg?w=780&ssl=1)
ამიერიდან Amazon ხდება ისეთი სერვისების პირდაპირი კონკურენტი, როგორებიცაა Google Stadia, Microsoft xCloud და GeForce Now. ვნახოთ, რა გამოვა აქედან და გახდება თუ არა ახლო მომავალში სტრიმინგ-თამაშების კონფეცფია რეალურად მასობრივი.