ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები

Mastercard-ი შეუერთდა საგანმანათლებლო ინიციატივას ბლოკჩეინ-ანტრეპრენერებისთვის

ბლოკჩეინ-აქსელერატორ MouseBelt-ს 11 ახალი წევრი შეუერთდა, მათ შორისაა საგადახდო გიგანტი Mastercard – გვაცნობებს CoinDesk. 

სხვა მონაწილეებს შორის არიან Ripple, ბირჟა Binance, აგრეთვე Neo-ს,  KuCoin-ისა და Ethereum-პროექტ Matic Network-ის წარმომადგენლები. 

MouseBelt-ის ინიციატივა მიზნად ისახავს ბლოკჩეინ-ანტრეპრენერების ტრენინგებს ოთხმოცზე მეტ სტუდენტურ ასოციაციაში სხვადასხვა ქვეყანაში. ძველად მას შეუერთდა 13 კომპანია, მათ შორის Stellar, TRON და Wanchain.  

MouseBelt-ის წევრი ორგანიზაციები უზრუნველყოფენ დაფინანსებასა და რესურსებს სწავლებისთვის, რაც ხელს შეუწყობს სტუდენტებსა და მასწავლებლებს შეიმუშავონ სასწავლო გეგმები და თვალყური მიადევნონ ბლოკჩეინ-ინდუსტრიის აქტუალურ სიახლეებს. 

შეგახსენებთ, რომ Mastercard დიდი ხანია დაინტერესებულია ბლოჩეინითა და ციფრული ვალუტებით და უკვე მიიღო პატენტები მულტისავალუტო ბლოკჩეინ-სისტემის ტექნოლოგიაზე, ასევე  კრიპტოსავალუტო ტრანზაქციების დამუშავების დაჩქარების მეთოდებზე. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button