ახალი ამბებიკომპიუტერული ტექნოლოგია

ახალი პერსონალური კომპიუტერი მონობლოკის სტილში – Xiaomi Ningmei CR600

ქრაუდფანდინგ-პლატფორმა Xiaomi Youpin-ზე წარმოდგენილია „ყველაფერი ერთში“ – კატეგორიის ახალი დესკტოპ კომპიუტერი Ningmei CR600, რომელიც Intel-ის აპარატულ პლატფორმაზეა აგებული. 

მონობლოკს 23.8-დუიმიანი IPS-დისპლეი აქვს. გაფართოება შეადგენს 1920 × 1080 პიქსელს, ხედვის კუთხე – 178 გრადუსს. სადგამი საშუალებას იძლევა დარეგულირდეს ეკრანის სიმაღლე 130 მილიმეტრის ფარგლებში. 

მოწყობილობაში გამოყენებულია Coffee Lake თაობის პროცესორი. ეს შესაძლოა იყოს ექვსბირთვიანი ჩიპი Core i5-9400 (2,9–4,1 გჰც) ან ოთხბირთვიანი პროცესორი Core i3-9100 (3,6–4,2 გჰც). ორივე შემთხვევაში ხელმისაწვდომია ინტეგრირებული გრაფიკული ამაჩქარებელი Intel UHD 630. 

image.jpeg

ოპერატიული მეხსიერების მოცულობა 8 გიგაბაიტს შეადგენს. მონაცემთა შენახვის ქვესისტემის შემადგენლობაში კონფიგურაციის მიხედვით გამოყენებულია 512 ან 256 გბ SSD და 1 ტბ მოცულობის მყარი დისკი. 

მონობლოკის არსენალში შედის Wi-Fi უსადენო კავშირის ადაპტერი, ოთხი USB 3.0 და ორი USB 2.0 პორტი. გამოყენებულია ოპერაციული სისტემა Windows 10. 

მოწყობილობის ფასი 450 აშშ დოლარიდან იწყება. კომპლექტში შედის უსადენო მაუსი, უსადენო კლავიატურა და მაუსპედი. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button