ახალი ამბებიბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები

კვლევის შედეგად ჩანს, რომ QuadrigaCX ეთერიუმს (ETH) Kraken-ზე, Bitfinex-სა და Poloniex-ზე ინახავდა

ახალი ცნობების თანახმად კრიპტო ბირჟა QuadrigaCX, როგორც ჩანს, Ethereum-ის მნიშვნელოვან მარაგს სხვა ბირჟებზე ინახავდა. ამგვარი დასკვნები გაკეთდა ანგარიშში, რომელიც კრიპტოსავალუტო გამოძიებისა და კონსულტირების პლატფორმა ZeroNonCense-მა გამოაქვეყნა. პლატფორმამ ინფორმაცია მიიღო Kraken-ისა და MyCrypto-ს გენერალური დირექტორების – Jesse Powell-ისა Taylor Monahan-ისგან.

უფრო კონკრეტულად, ანგარიშის ავტორი თვლის, რომ „არსებობს დიდი ალბათობა, რომ QuadrigaCX-ის კუთვნილი დაახლოებით 650 ათასი ETH შენახულ იქნა Kraken-ზე, Bitfinex-სა და Poloniex-ზე, QuadrigaCX-ის ფუნქციონირების დროს“. ანგარიშში ავტორი ირწმუნება, რომ ყველა ეს გადარიცხვა შემოწმებული და დამტკიცებულია, გადარიცხვის მომენტში კრიპტოვალუტების ღირებულება 100 მლნ დოლარს აღემატებოდა.

როგორც უკვე ვიცით, QuadrigaCX-ის დამფუძნებლის, Gerry Cotten-ის გარდაცვალების შემდეგ დაიკარგა 190 მლნ CA – 145 მლნ დოლარის ღირებულების ციფრული აქტივები.

ZeroNonCense აცხადებს, რომ დამფუძნებლის ქვრივის ჩვენების თანახმად არც მან და არც სხვა პირმა არ იცოდა სად ინახავდა კოტენი კრიპტო აქტივებს – შესაძლოა, მათ არ იცოდნენ შენახვის ამ მეთოდის შესახებ.

აუდიტის კომპანია Ernst & Young-ის მიერ გაკეთებულ ანგარიშში მტკიცდებოდა, რომ ბირჟის საფულეები ცარიელი იყო და მათ გამოყენება არ მომხდარა 2018 წლის აპრილის შემდეგ – ეს ყველაფერი შესაძლებელია აიხნას სწორედ იმით, რომ ბირჟის აქტივები სხვაგან ინახებოდა, ამაზე მიანიშნებს ZeroNonCense.

მოხსენებაში გამოტანილია დასკვნა – თუკი QuadrigaCX-ის აქტივები ზემოთხსენებულ ბირჟებზეა, მათი მოძიება და უკან დაბრუნება შესაძლებელი იქნება, შედეგად კი პლატფორმას საშუალება მიეცემა გახდეს გადახდისუნარიანი და აღადგინოს საქმიანობა.

როგორც თებერვლის დასაწყისში Cointelegraph-მა გაახმაურა, ZeroNonCense-მა ძველად გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც ამტკიცებდა, რომ QuadrigaCX-ს არასოდეს ჰქონია 190 მილიონი Bitcoin-ში. ასევე თებერვალში გახმაურდა ცნობები, რომ კანადურმა ბანკებმა თავი შეიკავეს QuadrigaCX-ის გადახდის უუნარო აქტივების მართვისგან ფულის გათეთრების არსებობის საფრთხის გამო.

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button