ახალი ამბებიბიზნესიბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები

Binance-მა აამოქმედა ოფცია BNB Vault, რომელიც პასიური შემოსავლის გამომუშავების საშუალებას იძლევა

Bitcoin-ბირჟა Binance-მა წარადგინა პროდუქტი BNB Vault, რომელიც Binance Coin-ის მფლობელებს საშულებას მისცემს ყოველდღიურად მიიღონ პასიური შემოსავალი.  

„BNB Vault – ეს არის საინვესტიციო პროდუქტი გარანტირებული შემოსავლითა და მოქნილი წვდომით. იგი ახდენს Binance-ის სხვადასხვა პროდუქტის ინტეგრირებას, რათა მაქსიმალურად გაზარდოს თქვენი BNB-ის შემოსავლის პოტენციალი, ერთი დაჭერით თანამოქმედებს ცენტრალიზებულ და დეცენტრალიზებულ ფინანსებთან“ – აღნიშნეს Binance-ის წარმომადგენლებმა. 

შემოსავალი BNB Vault სერვისთან ურთიერთქმედების შედეგად მიიღება სამი წყაროდან: 

  • Binance Launchpool პროექტებში ტოკენებით დაჯილდოება; 
  • დეპოზიტები მცურავი კურსით (BNB Flexible Savings); 
  • ჯილდო DeFi-სტეიკინგიდან. 

მალე მომხმარებლები შემოსავალს ასევე მიიღებენ Binance Smart Chain-თან თანამოქმედების შედეგად.  

ახალი პროდუქტის შესაბამის ვებ-გვერდზე მითითებულია, რომ BNB Vault-ის მიმდინარე შემოსავლიანობა არის 5% – 8% წლიურად. 

შეგახსენებთ, სექტემბერში Binance-მა პირობა დადო, რომ გამოყოფდა 100 მლნ აშშ დოლარს DeFi-ეკოსისტემის მხარდასაჭერად და ცენტრალიზებულ სერვისებთან მისი ურთიერთქმედების უზრუნველსაყოფად. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button