ბიზნესიბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები

Binance-მა თანხმობა მიიღო Stablecoin BUSD-ზე ნიუ-იორკის მარეგულირებელი ორგანოებისგან

პოპულარულმა კრიპტოსავალუტო ბირჟა Binance-მა ნიუ-იორკის შტატის ფინანსური სერვისების მართვისგან მიიღო თანხმობა Stablecoin Binance USD-ზე (BUSD), რომელიც აშშ დოლარზეა მიბმული. 

BUSD-ის გაშვება განხორციელდა სექტემბერში კომპანია Paxos-ის მხარდაჭერით, რომელიც პასუხისმგებელია ფიატური რეზერვების შენახვასა და Stablecoin-ის ემისიაზე. ამჟამად Binance USD-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 17.1 მლნ აშშ დოლარს შეადგენს და CoinMarketCap-ის რეიტინგში 151-ე ადგილი უკავია. 

image.jpeg

Binance-მა აგრეთვე აამოქმედა უვადო კონტრაქტები XRP ტოკენებზე USD-სთან წყვილში. ამის ფონზე  კომპანია Ripple-ის აქტივების ფასი თითქმის 10%-ით გაიზარდა: 

image.jpeg

წყარო: CoinMarketCap 

ამ ყველფრის პარალელურად Binance-მა დააანონსა რამდენიმე სავაჭრო წყვილის დელისტინგი Stablecoin USD Coin-ით. ALGO/USDC, FTM/USDC, ONT/USDC, XLM/USDC, USDS/USDC წყვილები ჩამოიწერა 7 იანვარს, თუმცა აქტივები ხელმისაწვდომი იქნება სხვა მონეტებთან ვაჭრობისთვის. 

შეგახსენებთ, რომ დეკემბერში Binance-მა Ethereum-ის ფიუჩერსების მაქსიმალური ბერკეტი 75x-მდე გაზარდა. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button