![](http://i0.wp.com/scroll.ge/wp-content/uploads/2020/08/აშშ-ის-ფედერალურმა-სასამართლომ-Bitcoin-ი-ფულად-აღიარა.jpeg?fit=800%2C640&ssl=1)
აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ Bitcoin-ი ფულად აღიარა
კოლუმბიის საოლქო სასამართლოს მთავარმა მოსამართლემ, ბერილ ჰაუელმა განაცხადა, რომ Bitcoin-ი წარმოადგენს ფულის ფორმას და ექვემდებარება კანონმდებლობის ზემოქმედებას ფულადი რესურსების გათეთრების შესახებ.
განჩინების მიხედვით სასამართლოს საშუალება მიეცა არ მოუხსნას ბრალდება თებერვალში დაპატიმრებულ, Coin Ninja-ს აღმასრულებელ დირექტორ ლარი დინ ჰარმონს. მას ბრალი ედება სამი მუხლით:
- კუთვნილი სერვისის მეშვეობით Helix მონეტების მიქშირებით დაახლოებით 311 მლნ აშშ დოლარის გათეთრება;
- ფულის გადარიცხვის არალიცენზირებული ბიზნესის მართვა;
- ფულადი რესურსების გადარიცხვის უკანონო საქმიანობაში ჩართვა.
მოსამართლემ აღნიშნა, რომ ფული “ჩვეულებრივ ნიშნავს გაცვლით მეთოდს, გადახდის ან დაგროვების საშუალებას“.
„Bitcoin-ი ყველა ამ თვისებას ფლობს“ – განაცხადა მან.
შეგახსენებთ, ჯერ კიდევ 2018 წელს აშშ-ის ბირჟებისა და ფასიანი ქაღალდების კომისიის (SEC) ხელმძღვანელმა ჯეი კლეიტონმა გაუსვა ხაზი, რომ Bitcoin-ს შეუძლია ჩაანაცვლოს დოლარი, იენი ან ევრო, ამიტომ ის არ შეიძლება კლასიფიცირდეს როგორც ფასიანი ქაღალდი.