ახალი ამბებიტექნოლოგია

აშშ-ში წარადგინეს „კვანტური“ ინტერნეტის პროექტი: მომავალი უკვე აქ არის?

ჩიკაგოს უნივერსიტეტის ღონისძიებაზე წარადგინეს კვანტური ინტერნეტის პროექტი – ასე უწოდა მას ამერიკულმა მასმედიამ. საქალაქთაშორისო კავშირის ხაზების პროტოტიპში გამოიყენება კვანტური ფიზიკის მექანიზმი და იგი აიწყობა მომდევნო ათი წლის განმავლობაში. ეს არის ახალი ეპოქის დასაწყისი ტელეკომუნიკაციაში – აცხადებენ შესაბამისი პირები. 

2018 წლის ნოემბერში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა კანონს ეროვნული კვანტური ინიციატივის შესახებ. მიმდინარე წლის თებერვალში აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს ეგიდით 17 ეროვნული ლაბორატორიის წარმომადგენლები შეიკრიბნენ, რათა შეექმნათ ინტერნეტის ისეთი ეროვნული ქსელის გეგმა, რომელიც დამყარებული იქნებოდა კვანტური ფიზიკის პრინციპებზე. შემუშავებას სჭირდებოდა ახალი ტექნოლოგიის ყველა ასპექტი, მოწყობილობის პრინციპებიდან დაწყებული – ალგორითმებით დამთავრებული. საჭირო იყო განვითარების სტრატეგია, ტაქტიკა, ამიტომ დეტალური გეგმისა და უახლოესი პერსპექტივების დადგენის გარეშე პროექტი მხოლოდ ოცნებად რჩებოდა. 

ამჟამად გეგმის დეტალები არ ხმაურდება. უახლოეს პერსპექტივაში მოიაზრება ტრაფიკის გაცვლის სამკვანძიანი წერტილის შექმნა. 83-კილომეტრიანი ოპტიკური ბოჭკოს ბაზაზე ორი ფოტონის წარმატებით დაკავშირდება მოხდა მიმდინარე წლის ზამთარში. დაახლოებით ერთი წლის შემდეგ მეცნიერები გვპირდებიან, რომ კვანტურ ხაზებს დააკავშირებენ ჩიკაგოს უნივერსიტეტის ლაბორატორიასა და ილინოისის შტატში არსებულ ფერმის სახელობის ეროვნულ ლაბორატორიას შორის, რაც მათ საშუალებას მისცემს – ერთმანეთს დაუკავშირდეს ფოტონები დაახლოებით 130 კილომეტრის დაშორებაზე და ასევე ჩატარდეს ინფორმაციის გაცვლის ექსპერიმეტი. 

თავდაპირველ წყვილში კვანტურის კავშირის ხაზები გამოყენებულ იქნება გადაცემული ინფორმაციის დაცვისთვის. ცალკეულ ფოტონებში ჩარევა გამოავლენს გარე ჩარევის ფაქტს და საშუალებას იძლევა ზუსტად დადგინდეს – კომპრომეტირებულია ინფორმაცია თუ არა. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სახელმწიფოებრივი, ფინანსური და სამხედრო მონაცემების გადაცემისას. გაფართოებული კვანტური საკომუნიკაციო ხაზების დამონტაჟება ორ ლაბორატორიას შორის მომავალი 130-კილომეტრიანი ხაზის მაგალითზე საშუალებას იძლევა შემუშავდეს კვანტური რეტრანსლატორები, რომელთა გარეშე შეუძლებელია რაიმე სახის ეროვნული კვანტური ინტერნეტის არსებობა. 

საკვანძო დაშიფვრის გასაღებების განაწილებისთვის საკომუნიკაციო ხაზებისა და ჩვეულებრივი ციფრული ინტერნეტის ერთობლიობა გამოიწვევს ჰიბრიდული კვანტურ-ციფრული ინტერნეტის გამოჩენას. პერსპექტივაში კვანტური ინტერნეტი გვპირდება, რომ უზრუნველყოფს უპრეცედენტო მოცულობის მონაცემთა გადაცემის შესაძლებლობას და კვანტური გამოთვლების კლასტერიზაციასაც კი. თუმცა უახლოეს ათწლეულში მსგავსი რამ ხელმისაწვდომი ვერ გახდება – ამგვარი კომპიუტერები ჯერ არ არსებობს მასიურად და ჯერჯერობით არც არის მოსალოდნელი. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button