ახალი ამბებიბიზნესიბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები

Binance-მა დააანონსა სადებეტო ბარათი ევროპის რეგიონისთვის

Bitcoin-ბირჟა Binance-მა დააანონსა სადებეტო ბარათ Binance Card-ის გამოშვება, რომელიც განკუთვნილი იქნება დიდი ბრიტანეთისა და ევროპის ეკონომიკური ზონის ქვეყნებისთვის. მომხმარებლები განაცხადის შეტანას აგვისტოდან შეძლებენ. 

პრეს-რელიზში ნათქვამია, რომ Binance Card-ის მფლობელებს არ მოუწევთ კრიპტოვალუტის კონვერტირება ფიატში. გაცვლა ხდება ავტომატურად, ტრანზაქციის განხორციელებისას. ამასთან აქტივები იმყოფება Binance-ის სპოტ-საფულეში. 

Binance Card-ს აქვს Bitcoin-ის, BNB-ის, SXP-ისა და BUSD Stablecoin-ის მხარდაჭერა. 

შეგახსენებთ, 7 ივლისს Binance-მა დაადასტურა სადებეტო ბარათების ემიტენტ Swipe-ის შეძენა, ამ სიახლის შესახებ კი გაცილებით ადრე გახდა ცნობილი. 

Binance-ის ხელმძღვანელმა Changpeng Zhao-მ საზოგადოებას უკვე გაუზიარა სადებეტო ბარათის მოხმარების საკუთარი გამოცდილება. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button