ახალი ამბებიკომპიუტერული ტექნოლოგიამსოფლიოსაზოგადოება

პლანშეტებსა და ლეპტოპებზე მოთხოვნა ევროპაში სამჯერ გაიზარდა

IDC-ის ექსპერტებმა გვერდი ვერ აუარეს ევროპის ქვეყნების მოსახლეობის თვითიზოლაციის პირობებში ლეპტოპებზე მოთხოვნის მკვეთრ ზრდას. წყაროს წინასწარი მონაცემებით, პირველ კვარტალში პლანშეტებსა და ლეპტოპებზე მოთხოვნა ხსენებულ რეგიონში წინა კვარტლის მონაცემებთან შედარებით სამჯერ გაიზარდა.

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ევროპაში მიწოდებული მოწყობილობების 90 % ჩინეთში იწარმოება, მიწოდება კი ეპიდემიის გამო პირველ კვარტალში 15-20 %-ით შემცირდა, დასავლეთ ევროპის მაღაზიებში ლეპტოპებსა და პლანშეტებზე დეციფიტი გარდაუვალი აღმოჩნდა. მეორე კვარტალში ვითარება განსაზღვრული იქნება ლოჯისტიკური სისტემების მდგომარეობით, რომლებიც ნორმალურისგან საკმაოდ შორსაა.

კვლევის ავტორები გამოთქვამენ იმედს, რომ პერსონალური გამომთვლელი მოწყობილობების ბაზარი გლობალური ეკონომიკური კრიზისის ფონზე ვარდნის სტადიაში უფრო ნელა გადავა. და მაინც, ახალი კომპიუტერების გაყიდვების მოცულობის შემცირება უახლოეს პერიოდში ბევრ კომპანიას მოუწევს, იგივე ეხება ინდივიდუალურ მყიდველებსაც, რომლებიც უბრალოდ იძულებულნი არიან დაზოგონ ფული. IDC-ის ამჟამინდელი პროგნოზის მიხედვით დასალეთ ევროპის ქვეყნებში დანახარჯები პერსონალურ გამომთვლელ მოწყობილობებზე წლიურ ჭრილში 5 %-ით შემცირდება, აღმოსავლეთ ევროპაში კი ვარდნა უფრო თვალშისაცემი იქნება.

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button