ახალი ამბებიბიზნესიბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები

ამოქმედდა 14 მლნ აშშ დოლარიანი The Bitcoin Fund საფონდო ბირჟა Toronto-ზე

საფონდო ბირჟა Toronto-მ (TSX) აამოქმედა დახურული საინვესტიციო  ფონდ The Bitcoin Fund-ის აქციებით ვაჭრობა. კასტოდიალური პარტნიორი გახდა ძმები უინკლვოსების კომპანია Gemini. 

image.png

The Bitcoin Fund წარმოადგენს ბირჟაზე გაყიდვადი პროდუქტის (ETP) ნაირსახეობა. იგი იკვლევს Bitcoin-ის ფასს კომპანიების –  MV Index Solutions-ისა და CryptoCompare-ის ინდექსების მეშვეობით (VanEck Europe-ის ქვეგანყოფილება).  

ფონდმა გამოუშვა ორი ტიპის აქციები: Class A ყველა ინვესტორისთვის და Class F – ინსტიტუციონალებისთვის. TSX-ზე შედგა მხოლოდ Class A აქციების ლისტინგი. CoinDesk-ის მონაცემებით მათი ჯამური ღირებულება 14 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. 

TSX-ის ლისტინგში პირველი ბლოკჩეინ-კომპანია 2015 წელს გაჩნდა. ეს იყო Blockchain Tech Ltd (BTL), რომელმაც შექმნა პლატფორმა Interbit. 2019 წელს კომპანიამ მისი სახელი შეცვალა Interbit Ltd-ად. ამავე წლის მარტში კომპანიამ გადაწყვიტა მთლიანად შეეცვალა სამოქმედო სფერო, აქციებით ვაჭრობა შეჩერებულია. TSX-ზე აქციებით ვაჭრობს მაინინგ კომპანია Hut8. 

კრიპტოვალუტებზე დაფუძნებული ETP ევროპაშია გავრცელებული. შვეიცარიის საფონდო ბირჟა SIX Swiss Exchange-ზე იყიდება ETP Bitcoin-ის, Ethereum-ის, Ripple-ის, Binance Coin-ისა და Tezos-ის ბაზაზე. Bitcoin-ETP აგრეთვე არის გერმანული საფონდო ბირჟა Börse Stuttgart-ის ლისტინგში. 

2018 წლის შუა პერიოდში კომპანია Winklevoss IP LLP-მ პატენტი მიიღო კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული საბირჟო პროდუქტების შექმნაზე. მსგავსი პროდუქტების ამოქმედება აშშ-ის ანტრეპრენერებს ჯერჯერობით ვერ გამოუვიდათ. 

Source
https://www.overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button