ბიზნესიბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები

VanEck: Bitcoin-ი ამყარებს ოქროსთან კორელაციასა და უსაფრთხო აქტივის სტატუსს

ფონდების მართვის კომპანია VanEck Global-ის ექსპერტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში Bitcoin-ი სულ უფრო მეტად კორელირებს ოქროსთან კრიზისის ფონზე, რომელიც COVID-19-ის პანდემიითაა გამოწვეული. ეს კი ამყარებს კრიპტოვალუტის – როგორც საიმედო აქტივის სტატუსს.

კომპანიის სპეციალისტების გუნდის მიერ ჩატარებული კვლევის ანგარიშში ნათქვამია:

„Bitcoin-ის ოქროსთან კორელაციამ ამ დრომდე არნახულ დონეს მიაღწია. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ეს ფაქტი კიდევ უფრო გაამარტივებს მის, როგორც საიმედო აქტივის, განხილვას და აამაღლებს ციფრული ოქროს ხარისხის პოტენციალს“.

ამასთან, გრძელვადიან პერსპექტივაში მაჩვენებელი დაბალია:

ექსპერტებმა ასევე ხაზი გაუსვეს, რომ გაიზარდა კორელაცია პირველი კრიპტოვალუტის ფასის მოძრაობასა და ამერიკული ობლიგაციების ღირებულებას შორის, რომელიც ტრადიციულად საფონდო ბირჟაზე გაყიდვების დროს ინვესტორებისთვის უსაფრთხო თავშესაფარს წარმოადგენდა.

Bitcoin-ის საინვესტიციო მიმზიდველობის მხრივ VanEck-ის ანალიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ 60% აქციებისა და 40% ობლიგაციების მქონე პორტფელში ციფრული აქტივის დამატება მნიშვნელოვნად შეამცირებს მის მერყეობას. თუმცა ამისთვის ამჟამად აშშ-ში არ არის ხელმისაწვდომი საბირჟო ფონდები (ETF) წამყვანი კრიპტოვალუტის ბაზაზე – აცხადებენ ანალიტიკოსები.

VanEck ადრე ცდილობდა მიეღო SEC-ის თანხმობა – აემოქმედებინა Bitcoin-ETF SolidX-თან ერთად. გასულ წელს კომპანიამ განმეორებითი განაცხადი შეიტანა, თუმცა იგი სექტემბერში უკან გამოტანა მარეგულირებელი ორგანოს მხრიდან გაურკვევლობის გამო.

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button