ახალი ამბებითამაშები

Capcom-ში ფიქრობენ Resident Evil-ის კიდევ ერთი ნაწილის რიმეიქზე

განახლებული Resident Evil 3 სულ ახლახანს გამოვიდა, Capcom კი უკვე ფიქრობს კიდევ ერთი ნაწილის რიმეიქზე. ყოველ შემთხვევაში, ამაზე მიანიშნებს იაპონური კომპანიის მიერ აზიის ქვეყნების მაცხოვრებლებში ჩატარებული გამოკითხვა. 

საშინელებათა ჟანრის საკულტო სერიების მორიგი ნაწილის შესაძლო მოდერნიზების საკითხთან დაკავშირებული ანკეტა ხელმისაწვდომია Capcom-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე: https://bit.ly/3e65uVl 

კითხვა, რომელსაც ეხება საუბარი, შემდეგნაირად ჟღერს: „გაყიდვაში რომ გამოვიდეს Resident Evil-ის ფრენჩიზის ახალი რიმეიქი, რამდენად იქნებოდით დაინტერესებულნი მისი შეძენით?“ 

თუკი მოხდება Capcom-ის კლასიკის მორიგი მოდერნიზაცია, მაშინ ის სავარაუდოდ კონსოლების მომავალი თაობისთვის იქნება განკუთვნილი: პასუხების ვარიანტებს შორის მოხსენიებულია ახალი კონსოლის შეძენის აუცილებლობა.   

image.jpeg

ძველად Capcom-მა საზოგადოებას მიანიშნა ორიგინალი Resident Evil-ის მეორე რიმეიქის გამოსვლის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ თამაშის განახლებული ვერსია უკვე ხელმისაწვდომია PS4-სა და Xbox One-ზე, თავდაპირველი რელიზიდან უკვე საკმაოდ დიდი დროა გასული. 

გასულ თვეში ინსაიდერმა AestheticGamer-მა განაცხადა, რომ Capcom ფიქრობს Resident Evil Code: Veronica-ს რიმეიქზე, თუმცა ამჟამად თამაში „არ არის შემუშავების წინა სტადიაშიც კი“. 

Resident Evil 3-ის რიმეიქი გამოვიდა 3 აპრილს PC-ზე (Steam), PS4-სა და Xbox One-ზე. კრიტიკოსებმა პროექტი არ მიიღეს ისე დადებითად, როგორც თამაშის მეორე ნაწილი, თუმცა თავისი წილი მოწონება ახალმა რიმეიქმა მაინც დაიმსახურა. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button