![](http://i0.wp.com/scroll.ge/wp-content/uploads/2020/01/ახალი-პორტატული-მონიტორი-ASUS-ZenScreen-MB16ACE-USB-Type-C-პორტით.jpeg?fit=750%2C457&ssl=1)
ახალი პორტატული მონიტორი ASUS ZenScreen MB16ACE USB Type-C პორტით
ASUS-ის ასორტიმენტში გამოჩნდა პორტატული მონიტორი ZenScreen MB16ACE, რომელიც შესანიშნავი დამატებაა ლეპტოპის ან დესკტოპ სისტემისთვის.
ახალ მონიტორს აქვს IPS მატრიცა ზომით 15.6 დუიმი დიაგონალზე. დისპლეის გაფართოება შეესაბამება Full HD ფორმატს (1920 × 1080 პიქსელი). თვალთახედვის კუთხეები ვერტიკალურად და ჰორიზონტალურად 178 გრადუსს შეადგენს.
![image.jpeg](http://i0.wp.com/scroll.ge/wp-content/uploads/2020/01/image.jpeg.91c527cc331b6f7792d661fb6f40f0ac.jpeg?w=780&ssl=1)
პერსონალურ კომპიუტერთან დაკავშირებისთვის განკუთვნილია USB Type-C პორტი. იგი ასევე გამოიყენება მონაცემთა გადაცემისა და კვების მიწოდებისთვის. მონიტორის ენერგომოხმარების მაჩვენებელი მხოლოდ 8 ვატს შეადგენს.
მონიტორს დამცავი გარეკანი აქვს, რომელიც სადგამის ფუნქციასაც ასრულებს. მოწყობილობის გამოყენება შესაძლებელია როგორ ალბომის, ასევე პორტრეტის რეჟიმში.
![image.jpeg](http://i0.wp.com/scroll.ge/wp-content/uploads/2020/01/image.jpeg.cbb7ba4d7598f2b2a6ded96f3285287a.jpeg?w=780&ssl=1)
ეკრანის სიკაშკაშის მაჩვენებელი 250 კდ/მ2-ია, კონტრასტულობა – 800:1. მატრიცის რექციის დრო 5 მილიწამია (Gray to Gray). მონიტორი იწონის დაახლოებით 710 გრამს, მისი ზომებია 359,7 × 226,4 × 8,0 მმ.
![image.jpeg](http://i0.wp.com/scroll.ge/wp-content/uploads/2020/01/image.jpeg.e05e1f8beab39403f8deb24e30ea9331.jpeg?w=780&ssl=1)
სისტემა Flicker-free უზრუნველყოფს ეკრანის ციმციმის აღკვეთას, Low Blue Light ტექნოლოგია კი ამცირებს ლურჯი ნათების ინტენსიურ გამოსხივებას. ეს ტექნოლოგიები დატვირთვას ამცირებენ თვალებზე და ზრდიან სამუშაო პროცესის კომფორტის დონეს.
პორტატული მონიტორი ZenScreen MB16ACE-ის ფასი ჯერჯერობით უცნობია.
![image.jpeg](http://i0.wp.com/scroll.ge/wp-content/uploads/2020/01/image.jpeg.24fcfb10463ebf40e65213a64bb8231a.jpeg?w=780&ssl=1)