![](http://i0.wp.com/scroll.ge/wp-content/uploads/2020/01/Binance-მა-თანხმობა-მიიღო-Stablecoin-BUSD-ზე-ნიუ-იორკის-მარეგულირებელი-ორგანოებისგან.jpeg?fit=500%2C362&ssl=1)
Binance-მა თანხმობა მიიღო Stablecoin BUSD-ზე ნიუ-იორკის მარეგულირებელი ორგანოებისგან
პოპულარულმა კრიპტოსავალუტო ბირჟა Binance-მა ნიუ-იორკის შტატის ფინანსური სერვისების მართვისგან მიიღო თანხმობა Stablecoin Binance USD-ზე (BUSD), რომელიც აშშ დოლარზეა მიბმული.
BUSD-ის გაშვება განხორციელდა სექტემბერში კომპანია Paxos-ის მხარდაჭერით, რომელიც პასუხისმგებელია ფიატური რეზერვების შენახვასა და Stablecoin-ის ემისიაზე. ამჟამად Binance USD-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 17.1 მლნ აშშ დოლარს შეადგენს და CoinMarketCap-ის რეიტინგში 151-ე ადგილი უკავია.
![image.jpeg](http://i0.wp.com/scroll.ge/wp-content/uploads/2020/01/image.jpeg.33e079e877d9a541d9f8fd198eb7e2e8.jpeg?w=780&ssl=1)
Binance-მა აგრეთვე აამოქმედა უვადო კონტრაქტები XRP ტოკენებზე USD-სთან წყვილში. ამის ფონზე კომპანია Ripple-ის აქტივების ფასი თითქმის 10%-ით გაიზარდა:
![image.jpeg](http://i0.wp.com/scroll.ge/wp-content/uploads/2020/01/image.thumb_.jpeg.fb809e5715adefb7bab043ae8cd627a2.jpeg?w=780&ssl=1)
წყარო: CoinMarketCap
ამ ყველფრის პარალელურად Binance-მა დააანონსა რამდენიმე სავაჭრო წყვილის დელისტინგი Stablecoin USD Coin-ით. ALGO/USDC, FTM/USDC, ONT/USDC, XLM/USDC, USDS/USDC წყვილები ჩამოიწერა 7 იანვარს, თუმცა აქტივები ხელმისაწვდომი იქნება სხვა მონეტებთან ვაჭრობისთვის.
შეგახსენებთ, რომ დეკემბერში Binance-მა Ethereum-ის ფიუჩერსების მაქსიმალური ბერკეტი 75x-მდე გაზარდა.