Hi-Techახალი ამბებიკოსმოსი

NASA-მ გამოუშვა კოსმოსის ატლასი მასზე ასახული ცნობილი 4 ათასი ეგზოპლანეტით

სააგენტო NASA-ს თანამშრომლებმა გამოქვეყნეს უნიკალური ვარსკვლავური ვიდეოატლასი, რომელზეც აღბეჭდილია 4 ათასზე მეტი ეგზოპლანეტა. ეს პლენეტები სხვადასხვა ქვეყნის ასტრონავტებმა აღმოაჩინეს 1991 წლის ოქტომბრიდან მოყოლებული დღემდე. აღმოჩენები უმეტესად Kepler და TESS ტელესკოპების დამსახურებაა. 

ვიდეოატლასი წარმოდგენილია ფერებითა და ხმებით. მასში ქრონოლოგიური თანმიმდევრობით ჩნდება აღმოჩენილი ეგზოპლანეტები. ტელესკოპ Kepler-ში გამოყენებულია ტექნოლოგია, რომელიც რადიალური სიჩქარის საფუძველზე ზომავს შორეული პლანეტების მოძრაობასა და შეფერილობების მახასიათებლებს. 

ეგზოპლანეტების აღმოჩენის ერთ-ერთი მეთოდია ტრანზიტული ფოტომეტრია. იგი გულისხმობს ვარსკვლავის გამკრთალების შესწავლას დროის გარკვეულ პერიოდში. დაკვირვების პროცესში ფიქსირდება, რამდენად გამკრთალდა და ჩაბნელდა ვარსკვლავი იმ დროს, როდესაც მასსა და დედამიწას შორის პლანეტამ ჩაიარა. 

ცხრაწლიანი მუშაობის შემდეგ ტელესკოპმა Kepler-მა მოღვაწეობა დაასრულა. მის მოვალეობებს მისი კოსმოსური თანამოძმეები  – ჰაბლი და ჯეიმს უების ტელესკოპი შეასრულებენ. ეს უკანასკნელი ორბიტაზე 2021 წელს გავა. Kepler-ის არარსებობას აგრეთვე აკომპენსირებს თანამგზავრი Transiting Exoplanet Survey Satellite (TESS), რომელიც ასევე დაკავებულია ახალი ეგზოპლანეტების ძიებით. ცნობილია, რომ მოქმედების დაწყების პირველივე წელს TESS-მა 700-ზე მეტი ახალი ეგზოპლანეტა აღმოაჩინა. 

საინტერესო და შთამბეჭდავი ვიდეოატლასი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://www.youtube.com/watch?v=aiFD_LBx2nM 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button