
პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე – ზაჰესთან
წყალი ღრიალებს, არ შორდება ქაფი ბაგეზე,
როგორც დაჭრილი და მძვინვარე გრძნობა ღამობის,
მე ღამით ვნახე ალმოდებით მჩქეფი ზაჰესი,
განათებული როგორც ღამე მარიამობის.
ეს ქართულადაც ზაჰესია – ასე არ არის?
შეაკეთებენ ძლიერ მალე მწირის სიძველეს,
უფრო მრისხანე მომესმოდა ღრიალი მტკვარის,
ძველმა ფრესკებმა თვალნი ცრემლით მე დამისველეს.