პოეზია

გალაკტიონ ტაბიძე – იყავი ჩემთვის, იყავი ჩემთან! ..

იყავი ჩემთვის, იყავი ჩემთან!
იყავი ჩემში მარად და მარად.
ჩემი სიზმრების რჩეულ მეგობრად.
ჩემი ფიქრების ნაზ ნიავქარად.

განმინათე დღე, მითიე ღამე,
საგანთიადო მიმღერე ხმები,
როცა ეკლიან გზაზე ლტოლვისგან
გული გატყდება და დავიღლები.

თუ აღტაცებამ გარემომიცვას,
შენც აღტაცება მიეცი შენს სულს.
ჩამთვლემს და მაშინც არ მომაკლებდე
სამარადისო ძიების ჩურჩულს.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button