![](http://i0.wp.com/scroll.ge/wp-content/uploads/2021/01/Coinbase-და-OKCoin-XRP-ტოკენით-ვაჭრობას-შეაჩერებენ-SEC-ის-სარჩელის-გამო.png?fit=800%2C640&ssl=1)
Coinbase და OKCoin XRP ტოკენით ვაჭრობას შეაჩერებენ SEC-ის სარჩელის გამო
კრიპტო ბირჟა Coinbase დახურავს XRP ტოკენებით ვაჭრობას ყველა რეგიონის მომხმარებლებისთვის. მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო პლატფორმა OKCoin-მაც.
![image.png](http://i0.wp.com/www.overclockers.ge/uploads/monthly_2020_12/image.png.74ae94fb7e81a294fefedd516b1be008.png?w=780&ssl=1)
”Coinbase გეგმავს XRP-ით ვაჭრობის მთლიანად შეჩერებას სამშაბათს, 2021 წლის 19 იანვარს”, – ნათქვამია განცხადებაში.
ამჟამად ამერიკული ბირჟა გახლავთ ყველაზე დიდი პლატფორმა, რომელმაც XRP-ის მიმართ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. მასზე მოდის ტოკენებით გლობალური ვაჭრობის მოცულობის დაახლოებით 8.5%.
მომხმარებლები შეინარჩუნებენ წვდომას საფულეებთან და მიიღებენ Spark მონეტებს, როგორც Aridrop-ს. ასევე შენარჩუნდება ტოკენის მხარდაჭერა კასტოდიალურ სერვისებზე -Coinbase Custody და Coinbase Wallet.
![image.png](http://i0.wp.com/www.overclockers.ge/uploads/monthly_2020_12/image.png.b29960499dd84241ed6d59adb27dede1.png?w=780&ssl=1)
”ჩვენ გავაგრძელებთ XRP-ის გარშემო განვითარებული მოვლენების მონიტორინგს და ვაცნობებთ მომხმარებლებს, როდესაც მეტი ინფორმაცია გახდება ხელმისაწვდომი”, – განაცხადეს Coinbase-ში.
ბირჟა OKCoin შეაჩერებს ვაჭრობას და XRP დეპოზიტების მიღებას 2021 წლის 4 იანვრიდან შემდგომ შეტყობინებამდე. ყველა სხვა ფუნქცია იმუშავებს ჩვეულ რეჟიმში.
![image.png](http://i0.wp.com/www.overclockers.ge/uploads/monthly_2020_12/image.png.069b814c58d699d7a4829c9a5c4f170e.png?w=780&ssl=1)
სავაჭრო პლატფორმამ XRP / USD ბაზარზე მარგინალური ვაჭრობის მონაწილეებს სთხოვა 3 იანვრამდე დააბრუნონ ნასესხები თანხები. წინააღმდეგ შემთხვევაში, აქტიური სესხის პოზიციები ლიკვიდირდება.
CoinGecko-ს თანახმად, XRP-ს ფასი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 55,1%-ით დაეცა. ტოკენის ფასი ამჟამად 0,23 აშშ დოლარია.
მანამდე XRP ტოკენებით ვაჭრობა აშშ-ის მაცხოვრებლებისთვის შეჩერდა რამდენიმე მსხვილ პლატფორმაზე, მათ შორისაა Galaxy Digital, Bitstamp და B2C2.
აქტივების მმართველმა კომპანიამ Bitwise Asset Management-მა თავის ფლაგმანურ საინდექსაციო ფონდ Bitwise 10 Crypto Index Fund-იდან გამორიცხა ტოკენი.
საგადახდო პლატფორმა Crypto com XRP ტოკენს გამორიცხავს 2070 წლის 19 იანვრიდან აშშ-ის რეზიდენტების მხარდაჭერილი აქტივების სიიდან.
![image.png](http://i0.wp.com/www.overclockers.ge/uploads/monthly_2020_12/image.png.a2f0068aecceb5fc05fdf1d6c2972a32.png?w=780&ssl=1)
შეგახსენებთ, რომ 23 დეკემბერს აშშ-ის ფასიანი ქაღალდების კომისიამ (SEC) შეიტანა სარჩელი კომპანია Ripple-ის აღმასრულებელ დირექტორ ბრედ გარლინგჰაუსისა და მისი თანადამფუძნებლის, კრის ლარსენის წინააღმდეგ. დეპარტამენტის ცნობით, კომპანია შვიდი წლის განმავლობაში ყიდიდა არარეგისტრირებულ ფასიან ქაღალდებს ტოკენის სახით და ამ დროისთვის 1 მილიარდ 300 მილიონი აშშ დოლარი გამოიმუშავა.