ახალი ამბებიბიზნესიბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები

Bitcoin-ის კურსი უახლოვდება 35 ათას აშშ დოლარს, Ethereum-მა კი გადალახა 800 აშშ დოლარიანი დონე

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში კრიპტოვალუტების ბაზარი უპრეცედენტო ზრდას განიცდის. საუბარია კრიპტოვალუტების ნამდვილ ციებ-ცხელებაზე. მთავარი კრიპტოვალუტის, Bitcoin-ის კურსმა მცირე შესწორების შემდეგ განაგრძო ზრდა და მიუახლოვდა მეტად მნიშვნელოვან ფსიქოლოგიურ ზღვარს შეადგენს – 35 ათას აშშ დოლარს. ამ დროისთვის აქტივის ღირებულების ჩანაწერად ფიქსირდება 34.778 აშშ დოლარად.

სტაბილურ ზრდას აფიქსირებენ ყველაზე პოპულრული Altcoin-ებიც. Ethereum-ის ფასმა დღე-ღამის განმავლობაში მოიმატა 9 % და მიაღწია 800 აშშ დოლარიან დონეს. მსგავს ციფრებს აფიქსირებენ Litecoin (+9.22%) და Bitcoin Cash (+5.37%). 

   

კრიპტოვალუტების ბაზრის მთლიანმა კაპიტალიზაციამ შეადგინა 874 მილიარდი აშშ დოლარი, რითაც გადააჭარბა 2018 წლის რეკორდულ მაჩვენებელს – 835 მილიარდ აშშ დოლარს. საყოველთაო აჟიოტაჟისა და წამყვანი კრიპტოვალუტების მაღალი ფასების არსებობის შედეგად მცირდება ვიდეო დაფების უკუგების საშუალო დრო და მაინინგი ხდება უფრო მომგებიანი საქმიანობა. 

image.png

ამ ვითარებამ უკვე გამოიწვია ფასების ორჯერ ზრდა სამომხმარებლო გრაფიკული ადაპტერების ზოგიერთ მოდელზე. ჩვეულებრივ გეიმერებს ასეთ სიტუაციაში მხოლოდ კრიპტოსავალუტო ციებ-ცხელების დასრულების მოლოდინი აქვთ ან შეუძლიათ გეიმინგ კონსოლებზე გადასვლა. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button