ახალი ამბებიმსოფლიო

პენტაგონმა 2021 წელს პირველ რიგში SpaceX დააჯილდოვა თანამგზავრების გაშვების კონტრაქტით

გასული წლის ბოლო დღემ კომპანია SpaceX-ს მოუტანა 150 მლნ აშშ დოლარის ღირებულების კონტრაქტი, რომელიც ითვალისწინებს თანამგზავრების გაშვებას აშშ-ის კოსმოსური განვითარების სააგენტოსთვის. სააგენტო შეიქმნა 2019 წელს კოსმოსური საფრთხეების თავიდან ასაცილებლად და ტექნოლოგიური და სამხედრო უპირატესობის უზრუნველსაყოფად. კონტრაქტის ფარგლებში SpaceX 2021 წლის ბოლომდე ორბიტაზე 28 თანამგზავრს გაიყვანს. ესენი იქნება პირველი კოსმოსური აპარატები აშშ-ის მონიტორინგისა და კონტროლის ამოცანებისთვის განკუთვნილ მომავალ პლანეტარულ სამხედრო სატელიტურ ქსელში.

კონტრაქტის თანახმად, SpaceX ორ წრიულ ცირკულარულ ორბიტაზე 950 კმ სიმაღლეზე გაუშვებს თანამგზავრების ორ ჯგუფს, თითოეულ მათგანში თოთხმეტ ერთეულს. 28 სატელიტიდან 20 მიეკუთვნება ორბიტაზე ე.წ. სატრანსპორტო ფენის ფორმირების საკითხს, დანარჩენი რვა განკუთვნილი იქნება რაკეტების გაშვების შესახებ გაფრთხილებისთვის, კერძოდ, ჰიპერსონიკურ რაკეტებზე თვალყურის სადევნებლად. სატრანსპორტო ფენის თანამგზავრებმა უნდა უზრუნველყონ მონაცემთა გადაცემა ოპტიკური საკომუნიკაციო არხების მეშვეობით, ასევე კავშირი საკონტროლო კვანძებთან.

კოსმოსური განვითარების სააგენტოს გეგმების თანახმად 2024 წლისთვის სატრანსპორტო ფენაზე ასამდე თანამგზავრი უნდა განთავსდეს. პირველ ერთეულებს, როგორც უკვე ვიცით, SpaceX-ი გაიყვანს ორბიტაზე. 2020 წელს SpaceX-მა 25 წარმატებული გაშვება მოახდინა და მიენიჭა კონტრაქტი, რომელიც სთავაზობს საუკეთესო პირობებს ტენდერის ღირებულებისა და სხვა კრიტიკულ პარამეტრებთან მიმართებაში. SpaceX-მა ასევე მოიგო სააგენტოს ტენდერი სატრანსპორტო ფენის ოთხი სატელიტის წარმოებაზე, მაგრამ კონკურენტების პროტესტის გამო საქმიანობა დროებით შეჩერდა.

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button