ახალი ამბებიბიზნესიბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები

Messari: აზია რჩება კრიპტო ბაზრის აქტიურობის ეპიცენტრად

აზიაზე მოდის მსოფლიო კრიპტო ტრანზაქციების 43%, Bitcoin-ის ჰეშრეითის 70% და ათიდან ექვსი ახალი სტარტაპი – ნათქვამია Messari-ს მიმოხილვაში. 

მკვლევარები აღნიშნავენ ინფრასტრუქტურული კომპანიების დაინტერესებას კრიპტო ბაზრის განვითარებით, რომელზეც მსოფლიო მოსახლეობის 60% მოდის. ამას ხელს არ უშლის ჩინეთის ხელისუფლების აკრძალვა Bitcoin-ბირჟებისა და ICO-ს ჩატარების შესახებ. 

“აღმოსავლეთ აზიაში (ძირითადად ჩინეთში) ტრანზაქციების 90% აღემატება 10 ათასი აშშ დოლარის ეკვივალენტს. ამ რეგიონს ჰყავს უფრო სპეკულაციური ბაზრის მონაწილეები, ვიდრე ჩრდილოეთ ამერიკას”, – ნათქვამია მოხსენებაში. 

სხვა ფაქტორებად, რომლებიც აზიას კრიპტო ბაზარზე გამოარჩევენ, ანალიტიკოსებმა დაასახელეს: 

  • მსხვილი საფონდო ბაზრები (იაპონია, ჩინეთი და ჰონგკონგი მსოფლიოს ტოპ 5-ში); 
  • Wi-Fi-ს, სმარტფონებისა და მობილური ინტერნეტის გავრცელების დონე; 
  • ელექტრონული გადახდების პოპულარობა; 
  • ახალგაზრდა IT-სპეციალისტების მაღალი პროცენტულობა და Fintech-ის განვითარების დონე. 

აზიაში მდებარეობს შემდეგი კომპანიების შტაბ-ბინები – Tether, Cardano, EOS, Binance Coin და Tron. პროექტები შეადგენს ტოპ 20 კრიპტო ბაზრის მთლიანი კაპიტალიზაციის 42%-ს. 

ინდუსტრიის ტოპ 10 კომპანიიდან ექვსი ასევე მდებარეობს ამ რეგიონში. 

image.png

წყარო: Messari. 

ჩინეთში მოქმედებს მსხვილი მაინინგ-კომპანიები: Bitmain, Canaan და Ebang. აქ არის თავმოყრილი მსოფლიო Bitcoin-ის ქსელის ჯამური გამომთვლელი სიმძლავრის 65.1%. 

4.3% მოდის მალაიზიაზე, რომელსაც მოსდევს ირანი (3.8%) და შედის ამ მაჩვენებლის მიხედვით ტოპ ხუთეულში აშშ-ის (7.2%), რუსეთისა (6.9%) და ყაზახეთის (6.2%) შემდეგ. 

image.png

წყარო: Messari. 

Bitcoin-ის ჰეშრეითის ლიდერი პოზიციების პარალელურად ჩინეთში მდებარეობს უმსხვილესი კრიპტო ბირჟები Binance, Huobi, OKEx და OKCoin. ამ პლატფორმებზე ჯამურად ინახება იმდენივე Bitcoin-ი, რამდენიც Coinbase-ზე. 

image.png

წყარო: Messari. 

ჰონგკონგი იურისდიქციად აირჩიეს კრიპტოდერივატივების უმსხვილესმა ბირჟებმა: FTX, BitMEX, OSL, აგრეთვე წამყვანმა ფონდებმა. მიზეზი იყო ინსტიტუციების უზარმაზარი ბაზა და მაღალი კაპიტალის მქონე პირები, დაბალი საგადახდო განაკვეთები და სპეციალისტები საინვესტიციო ბექგრაუნდით. 

Chainalysis-ის თანახმად, 2020 წლის ივნისის მონაცემებით აზიის კრიპტო ტრანზაქციებზე მოდიოდა 296 მილიარდი აშშ დოლარის 43%. ეს მაჩვენებელი შეესაბამება აშშ-ისა და ევროპის ჯამურ აქტივობას. 

image.png

წყარო: Messari. 

ადრე ჩინეთის ხელისუფლებამ მოქალაქეებს აუკრძალა 50 ათას აშშ დოლარზე მეტი უცხოური ვალუტის შეძენა წელიწადში. კაპიტალის კონტროლმა გააძლიერა Stablecoin-ების, განსაკუთრებით კი Tether-ის (USDT) პოპულარობა. 

სამხრეთ კორეაში ყოველი მესამე ინვესტორი პორტფელს კრიპტოვალუტებს უმატებს. იაპონური ბანკები ინვესტიციას დებენ საქმიანობის იმ სფეროებში, რომლებიც security-ტოკენების გამოცემის იდეას უწყობენ ხელს. 

შეგახსენებთ, რომ ადრე Jump Capital-ის ანალიტიკოსებმა ინდოეთი და ინდონეზია კრიპტოვალუტების მხრივ ყველაზე პერსპექტიულ ქვეყნებად დაასახელეს. 

Facebook Notice for EU! You need to login to view and post FB Comments!

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button