Hi-Techახალი ამბებიინტერნეტი / სოც მედია

ამსტერდამში კვანტური ინტერნეტის შექმნაზე დაიწყო მუშაობა

მიმდინარე წელს პირველად ფართოდ გავრცელდა საუბარი გლობალური კვანტური ქსელის – ფატობრივად, კვანტური ინტერნეტის შექმნის შესახებ. ამოცანა სცდება მონაცემების უკვე ნაცნობ დაშიფვრას განაწილებული კვანტური გასაღებების გამოყენებით. პერსპექტივაში კვანტურმა ინტერნეტმა უნდა უზრუნველყოს განაწილებული კვანტური გამოთვლებიც კი. ზაფხულში ამგვარი პროექტი ამოქმედდა აშშ-ში, ამჟამად კი – ნიდერლანდში.

აგლომერაცია რანდსტადისთვის კვანტური ქსელის შექმნით ერთობლივად დაკავდებიან კავშირგაბმულობის ოპერატორი KPN, ნიდერლანდის საგანმანათლებლო და კვლევითი ასოციაცია SURF და OPNT (ოპტიკური პოზიციონირება, ნავიგაცია და სინქრონიზაცია). ისინი განახორციელებენ ინოვაციებისა და ცოდნის ალიანსის პროექტს, პროექტის საერთო მართვა კი გადაეცემა ნიდერლანდის კვლევით ჯგუფს – QuTech. ამ ჯგუფს კვანტური გამომთვლელი ელემენტებით კომპანია Intel-ი ამარაგებს.

წარმოდგენილი პროექტის შედეგად უნდა შეიქმნას კვანტური ქსელი ამსტერდამის ნაწილისთვის. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ – პროცესი უნდა დასრულდეს კვანტური ინტერნეტ სეგმენტის პროტოტიპის შექმნით. ქსელი ერთმანეთთან დააკავშირებს კვანტურ პროცესორებს ოპტიკური არხებით კვანტური ბიტების ან კუბიტების გაცვლის მიზნით განაწილებული დამუშავების უზრუნველსაყოფად. პირველ რიგში, უფრო მეტად პროზაული ამოცანები გადაიჭრება: კვანტური მონაცემების დაშიფვრა, პოზიციონირების დადასტურება, სინქრონიზაცია და სხვა.

სხვა საკითხებთან ერთად, პრესრელიზის თანახმად, პროექტი მიზნად ისახავს ახალი მეთოდების, იდეებისა და სტანდარტების მიღწევას, რაც კვანტური ქსელის განვითარებას დააჩქარებს. ბევრი რამ იქნება ახალი და საინტერესო.

„ყოველდღე ვმუშაობთ ვიპოვოთ პასუხი კითხვაზე, თუ როგორ შეუძლიათ ქსელის ისეთ ოპერატორებს, როგორიცაა KPN ან SURF კვანტური ქსელის განთავსება და რა სერვისებს შესთავაზებენ მომხმარებლებს. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ განვითარების საწყის ეტაპზე ვართ, ჩვენ უკვე ვაშენებთ მომავლის კვანტურ ინტერნეტ-ეკოსისტემას მთავარ პარტნიორებთან თანამშრომლობით. ეს ეკოსისტემა გადამწყვეტი იქნება, რადგან ჩვენი კვანტური ქსელი სრულფასოვან კვანტურ ინტერნეტად გადაიქცევა. ” – განაცხადა Wojciech Kozlowski-მ, QuTech-ის პოსტ-დოქტორმა და TKI პროექტის ერთ-ერთ სამუშაო პაკეტზე პასუხისმგებელმა პირმა.

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button