პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე – მოხუცო სხივო, შენ კანკალებ ..
მოხუცო სხივო, შენ კანკალებ.. ვხედავ, რომ კვდები..
გარს იცქირები,
მოიგონო, გსურს, განვლილი დრო
და გადაავლო ერთხელ კიდევ თვალი შორ სივრცეს,
ააცახცახო ცის ტატნობი და გააფითრო.
შენ იქ მეფობდი.
ბედნიერი იყო ის ჟამი,
ოდეს რონინით არე-მარეს აცხოველებდი.
მაშინ ბევრ რამეს გვიამბობდა შენი სიცილი,
მაშინ ბევრ რამეს გვიმღეროდი და გვაგონებდი.
და მე მწყენია, რომა ეგრე გხედავ ძალ-მიხდილს,
მოხუცო სხივო!