ახალი ამბებიბიზნესიბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები

Chain.info: მიმოქცევაში არსებული ყველა BTC-ის თითქმის 10.6% ხუთ კრიპტობირჟაზე ინახება

Chain.info-ს მონაცემების თანახმად ბრუნვაში არსებული Bitcoin-ის დაახლოებით 10.6% ამჟამად კონცენტრირებულია ხუთ ცენტრალიზებულ კრიპტოსავალუტო ბირჟაზე.

1.96 მილიონზე მეტი BTC ინახება ხუთ სავაჭრო კრიპტო პლატფორმაზე, ესენია: Coinbase, Huobi, Binance, OKEx და Kraken. ყველაზე მეტ Bitcoin-ს ინახავს Coinbase – 944 904 BTC განაწილებულია 4.39 მილიონ სხვადასხვა საფულეში.

მეორე ადგილზე იმყოფება Huobi – 323 665 BTC განთავსებულია დაახლოებით 901 600 უნიკალურ საფულეში. მას მოსდევს Binance – 289 961 BTC თითქმის 2.7 მლნ მისამართზე. OKEx-ზე 276 184 BTC შენახულია 339 ათას საფულეში, Kraken-ზე – 126 510 BTC ინახება 672 ათას მისამართზე. 210 000 BTC ინახება კიდევ შვიდ კრიპტოსავალუტო ბირჟაზე, ესენია: Bitflyer, Bittrex, Bitfinex, Poloniex, Coincheck, Gate.io, და Bitstamp.

Chain.info-ს მონაცემებით, ბევრი მომხმარებელი კვლავ უპირატესობას ანიჭებს ცენტრალიზებულ კრიპტო ბირჟებს მიუხედავად იმ რისკებისა, რაც თან ახლავს გასაღებზე კონტროლის არარსებობას. 2018 წელს კრიპტო ინვესტორი და ანტრეპრენერი Trace Mayer კრიპტოვალუტების მფლობელებს პრივატულ გასაღებებზე კონტროლის დაბრუნებისკენ მოუწოდებდა.

შეგახსენებთ, რომ Glassnode-ის უახლესი მონაცემებით „კრიპტო ვეშაპების“ მფლობელობაში არსებული Bitcoin-მისამართების რაოდენობა მცირდება, რაც შესაძლოა მოახლოებული ხარული აღმასვლის ნიშანი იყოს.

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button