
პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე – როდესაც მთვარით..
როდესაც მთვარით დაპყრობილ ვიქმენ,
მე შემომესმა შენი კისკისი.
მოვარდნილ ელვის გადაიზნიქენ:
ხეები, წყალი და ბილიკიც კი.
გულში იგივე ცეცხლი დამირჩა,
შენ გაზაფხულზე მოხვალ ასევე,
მტრედი, რომელიც მე გადამირჩა,
ლექსთა გუნდებად შემოგასევენ.