![გალაკტიონ ტაბიძე რეცეპტი](http://i0.wp.com/scroll.ge/wp-content/uploads/2023/12/გალაკტიონ-ტაბიძე-რეცეპტი.jpg?fit=640%2C360&ssl=1)
პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე რეცეპტი
ავად გაგვხდიდა დრო, სისხლის წვიმა,
მაგრამ იმედმა კვლავ გაგვიღიმა.
მაშ გადარჩენის შევსვათ ჯარიმა:
კახური – ექსტრა, კახური – პრიმა!
ატმი-ატმიკუმ, კახ-კახურიკუმ,
ყველი-ყველიკუმ, პური-პურიკუმ,
მწვადი-მწვადიკუმ, შამ-შამფურიკუმ;
რეცეპტი – ექსტრა, რეცეპტი – პრიმა!
აი, მოძმენო, სიბრძნე დღეღამის,
აი, ლოზუნგი ქართული ჭამის.
მაშ, ვადღეგრძელოთ სიცოცხლე წამის –
სიცოცხლე – ექსტრა, სიცოცხლე – პრიმა!