![გალაკტიონ ტაბიძე რა სიჩუმეა ..](http://i0.wp.com/scroll.ge/wp-content/uploads/2023/12/გალაკტიონ-ტაბიძე-რა-სიჩუმეა-...jpg?fit=640%2C360&ssl=1)
პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე რა სიჩუმეა ..
რა სიჩუმეა. შორით-შორს
შუადღის ფრთებით მიდის, თან
ცად უტრიალებს ქორი ქორს
და მიწყნარდება თანდათან.
ნიავი არხევს ბაუსა –
ტყედ მიდუდუნებს წყნარი რუ,
რა-რა-რა… რა-რა, პაუზა..
და ისევ ნაზი: რუ-რუ-რუ…
რა სიჩუმეა. შორით-შორს
შუადღის ფრთებით მიდის, თან
ცად უტრიალებს ქორი ქორს
და მიწყნარდება თანდათან.
ნიავი არხევს ბაუსა –
ტყედ მიდუდუნებს წყნარი რუ,
რა-რა-რა… რა-რა, პაუზა..
და ისევ ნაზი: რუ-რუ-რუ…