პოეზია

გალაკტიონ ტაბიძე რა დროს რომანსეროა

გაცრეცილ და მტვერიან
ცას სინათლე კლებია.
ყვავილებზე მღერიან…
რა დროს ყვავილებია?
ცაზე ვხედავ წეროებს,
თითქო მწკრივი ღეროა.
მღერენ რომანსეროებს…
რა დროს რომანსეროა?
წყარო ხევში ვალალებს:
გაქრა გიჟი ოცნება,
ვკოცნი მე შენს დალალებს,
მაგრამ რა მეკოცნება?

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

Back to top button