![გალაკტიონ ტაბიძე რა დამშვიდებით გადავცქერი მსოფლიო ღელვებს](http://i0.wp.com/scroll.ge/wp-content/uploads/2023/11/გალაკტიონ-ტაბიძე-რა-დამშვიდებით-გადავცქერი-მსოფლიო-ღელვებს.jpg?fit=640%2C360&ssl=1)
პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე რა დამშვიდებით გადავცქერი მსოფლიო ღელვებს
რა დამშვიდებით გადავცქერი მსოფლიო ღელვებს,
ვიცი: ახლოა ის, ვისაც ველი.
მას სამოსელი ბრწყინვალების და გამარჯვების
მოაქვს მებრძოლი პოეტისათვის.
დასცხრით, ტალღებო, მზე ამოდის აღმოსავლეთით,
მზე მოდის არა ერთი და ორი…
დამშვიდდით, როგორც მე ვარ მშვიდი ამ მოლოდინში