პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე რა რიგ კარგია, სამშობლოვ ..
რა რიგ კარგია, სამშობლოვ,
შენი მტკვარი და რიონი.
შოთა, ილია, აკაკი,
ვაჟა.
ორ ზღვათა შუა მდებარე,
ბრწყინავდა კავკასიონი,
შოთა, ილია, აკაკი,
ვაჟა.
სულ მაღლა გორის ციხეა,
სულ დაბლა ძველი სიონი.
შოთა, ილია, აკაკი,
ვაჟა.
დაბლით კოლხიდის ველია,
მაღლიდან დგას ბახტრიონი,
შოთა, ილია, აკაკი,
ვაჟა.