ავტომობილიახალი ამბები

Virgin-მა წარმატებით შეასრულა ვაკუუმური მატარებლის მგზავრებთან ერთად შემოწმება

ამერიკულმა სატრანსპორტო კომპანია Virgin Hyperloop-მა ჩაატარა ვაკუუმური მატარებლის პირველი ტესტირება მგზავრებთან ერთად.

გამოცდა განხორციელდა სპეციალურად აგებულ გვირაბში – DevLoop, რომელიც განლაგებულია ლას-ვეგასში.

ვაგონის სახით გამოყენებულ იქნა ორ ადამიანზე გათვლილი სპეციალურად შექმნილი კაფსულა. ფინალურ ვერსიაში დაგეგმილია განთავსდეს 28 მგზავრი. ხსენებული გამოცდის მსვლელობისას მიღწეულ იქნა კაფსულის სიჩქარე 173 კმ/სთ-მდე, თუმცა კომპანია სამომავლოდ 1102 კმ/სთ სიჩქარის განვითარებას გეგმავს. 

image.jpeg
image.jpeg

კაფსულის პირველი მგზავრები იყვნენ კომპანიის წამყვანი კადრები, კერძოდ კი კომპანიის დირექტორი და მგზავრების მომსახურების ხარისხის დირექტორი. 

შეგახსენებთ, მსგავსი გადაადგილების იდეა წამოყენა ილონ მასკმა 2012 წელს. ტრანსპორტის ამგვარი სახეობა იქნება ყველა მატარებელზე და თვითმფრინავზე სწრაფიც კი. ამჟამად აშშ-ში ხელმისაწვდომია სამი საგამოცდო მოედანი, რომელთაც მართავს სამი კომპანია: Virgin Hyperloop, SpaceX და HyperloopTT. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ კომპანია HyperloopTT-მ მოიპოვა ნებართვა ათეულობით კილომეტრის სიგრძის სატესტო გვირაბის მშენებლობაზე დუბაისა და ტუნჟეში (ჩინეთი). კომპანია Boring Company-ს კი, რომელიც ილონ მასკს ეკუთვნის, გაჰყავს გვირაბი ბალტიმორსა და ვაშინგტონს შორის. მასკის თქმით, სამომავლოდ მგზავრებს აღარ მოუწევთ მოერგონ მატარებლების განსაზღვრულ განრიგს, კაფსულები იმოძრავებს მცირე ინტერვალებით, მეტროს მსგავსად. 

Facebook Notice for EU! You need to login to view and post FB Comments!

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button