![გალაკტიონ ტაბიძე რა მშვენიერია ცა საქართველოსი ..](http://i0.wp.com/scroll.ge/wp-content/uploads/2023/11/გალაკტიონ-ტაბიძე-რა-მშვენიერია-ცა-საქართველოსი-...jpg?fit=640%2C360&ssl=1)
პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე რა მშვენიერია ცა საქართველოსი ..
რა მშვენიერია ცა საქართველოსი,
საბჭოთა ტყე-ველი, ზღვა!
ასეთი წარმტაცი, ასეთი ლამაზი
ვერ ნახოთ თქვენ მხარე სხვა…
ჩემო სამშობლოვ, ველად გაშლილო,
ვუმღერ შენს დიად მზეს –
გმირთ ვაჟკაცობას, ახალგაზრდობას,
უძლეველსა და მხნეს!