პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე სპილოს ძვლისაგან ნახარატევ ნივთთა მსგავსები ..
სპილოს ძვლისაგან ნახარატევ ნივთთა მსგავსები
ორი ქანდაკი თაღებშია მონათავსები;
და მათ გარშემო ბოლქვა-ბოლქვა წამოსულ ღრუბლებს
ის, უმოძრაო, სხვა მოძრავი ძალით იუფლებს.