წერილები

ჩემს იდეალებს მუდამ ვეძებდი ჩვეულებრიობაში – ერლომ ახვლედიანი

“ჩვენი სამშობლოს თავისუფლების წადილი და სიყვარული მისადმი დაემსგავსა იმ უძვირფასეს განძს, რომელიც ტყვეობის წყვდიადშიც ინარჩუნებს თავის ბრწყინვალებას, მაგრამ ამოიტანეს რა დღის სინათლეზე, ჩაუქრა ფერები და დაკარგა მაგიურობა. იქნებ პირიქით მოხდა და ჩვენს მზესაც დაეფარა ლიბრი, ანდა თვალი მოგვჭრა დიდმა შუქმა. ის რაც უნდა გამხდარიყო ჩვენი ერთად ყოფნის საფუძველი ის იქცა გათიშვის მიზეზად”
“ჩვენი სამშობლო ყოველმა ჩვენთაგანმა უნდა იხსნას, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ თავში”
”ყოველი ცვლილების სარგებლიანობა იზომება არა იმით, რა იცვლება, არამედ იმით, რაც უცვლელი რჩება”
“ჩემს იდეალებს მუდამ ვეძებდი ჩვეულებრიობაში, ნორმალურობასა და შეუმჩნევლობაში. ამ ვნებამ ეკლესიამდე მიმიყვანა. იგრძნო თავი სიტყვიერ ცხვრად _ უდიდესი ბედნიერებაა. მაგრამ ამ სულიერ “კიდობანში” სხვა ამინდია, ხოლო მის გარეთ სულ სხვა. თუ კიდობანში თანდათან ურიგდები სიკვდილს და იყვარებ მას, გარეთ დარჩენილს სიკვდილის შიში გზარავს. ეს არ არის მხოლოდ ფიზიკური გაქრობის შიში, რადგან მანამ ცოცხალი ხარ, შინაგანად სიკვდილის წარმოსახვა ორმხრივ გახსნილია. შეუძლებელია, არ გაქრე და შეუძლებელია, გაქრე. ამას მხოლოდ სიკვდილის შემდეგ გაიგებ. ხუმრობით კი ვიტყვი: მოველი აღსასრულს, რათა საბოლოოდ დავრწმუნდე, რომ უკვდავი ვარ”.
ერლომ ახვლედიანი

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button