ქართული გვარები

აბაიძე – ქართული გვარები

ფუძე: წინაპრის სახელი “აბა”, “აბაი”.

ძირი: აბაიძე ერთძირიანი გვარია.

ბუდე: აბაიძეები ჩაღმათუშები არიან. მათი ბუდე-პირველსაცხოვრისი თუშეთში სოფელი საჩიღოლო ჩანს.

წარმომავლობა: გადმოცემით, აბაიძეთა წინაპარი აბა ხევსურეთიდან გადმოსულა თუშეთის სოფელ საჩიღოლოში.

შთამომავლობა: აბაიძეები თავისუფალი მთიელი მეთემეები იყვნენ.

ხსენება: 1803 წელს არაგვის საუფლისწულოს უკანასკნელი მფლობელი, ვახტანგ ბატონიშვილი ერთგულ აზნაურთა და მსახურთა მცირე ამალით რუსეთში გადაასახლეს. მხლებელთა შორის, ვინც თავისი ნებით გადაჰყვა ბატონიშვილს რუსეთში, იხსენიება თუში დავით აბაიძე.

მსახურება: ღვთისა და საქართველოსთვის აბაიძეთა გვარის მეომრები ქუდზე კაცად გამოდიოდნენ კახეთის სამეფო ლაშქრის შუაგულ, მეფისა ალმის მპყრობელთა სადროშოში.

განსახლება: ამჟამად აბაიძენი ცხოვრობენ: ახმეტაში და ახმეტის რაიონის სოფელ ქვემო ალვანში (დაახლოებით 12 კომლი), თელავში და თელავის რაიონის სოფელ ლალისყურში (დაახლოებით 4 კომლი), ლაგოდეხში, რუსთავსა და თბილისში (დაახლოებით 7 კომლი).

ოდენობა: საქართველოში აბაიძეთა საერთო რაოდენობა 100 სულს აჭარბებს.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button