
პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე ტყეში
ზეფირს ფოთლებით
კალთა ევსება,
ზამბახს ოცნებით
ეალერსება: –
„გამომყე, წამო!“
ხარობს მიდამო.
ზეფირს ქნარი აქვს,
დაუგდე ყური,
დაგწვავს, მოგხიბლავს
ჰანგი ველური,
დაგძლევს ექსტაზი…
ციური, ნაზი.
ეოლ, მთა-ბარი
ნუ შეაწუხე…
ტყეს ტალღა ჩქარი
დაჰკარ, დაჰქუხე!
ზვირთი დასძარი –
ჰა, ჩემი ქნარი!