
ქართული გვარები
ბერინაშვილი – ( ქართული გვარ – სახელები )
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ბერი. ნაზარალიხანმა გაუთარხნა იასე შიოშბეგიშვილს კლდეისელი ექვსი კომლი, მათ შორის – ბერინაშვილი.
თეიმურაზ ბერინაშვილი ოჯახთან ერთად მოიხსენიება 1823 წელს, ვაშლოვანში.
საქართველოში 157 ბერინაშვილი ცხოვრობს: მცხეთაში – 43, გურჯაანში – 6. არიან სხვაგანაც.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით