ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები

Bitcoin-მა გადარიცხული ღირებულების მოცულობით PayPal-ს გადააჭარბა

2021 წლის დასაწყისიდან მოყოლებული Bitcoin-ის ქსელმა დაამუშავა უფრო მეტი ტრანზაქცია აშშ დოლარში, ვიდრე PayPal-მა. ამის შესახებ საუბარია Blockdata-ს ანგარიშში. 

დეცენტრალიზებული ქსელის საშუალო კვარტალური ღირებულება იყო 489 მლრდ აშშ დოლარი, ხოლო PayPal-ის – 302 მლრდ აშშ დოლარი. 

image.jpeg

ქსელების მიერ გადაცემული ღირებულების მოცულობების შედარება კვარტლების მიხედვით. წყარო: Blockdata. 

ორივე ქსელის მაჩვენებელი გაცილებით დაბალია ისეთი გიგანტების საშუალო კვარტალურ მოცულობაზე, როგორებიცაა Mastercard და Visa. მათი შესაბამისი მაჩვენებლებია 1.8 ტრილიონი და 3.2 ტრილიონი აშშ დოლარი. 

„შთამბეჭდავია, რომ Bitcoin-ს, რომელსაც თორმეტწლიანი P2P ქსელი აქვს, დამუშავებული თანხების ღირებულებაში 27%-იანი სხვაობა აქვს Mastercard-თან შედარებით – კომპანიასთან, რომელიც 1966 წელს შეიქმნა. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საუბარია დეცენტრალიზებულ მოძრაობაზე“, – აცხადებენ Blockdata-ს ექსპერტები. 

სპეციალისტებმა აღნიშნეს, რომ კრიპტოვალუტის ქსელის მაჩვენებელი მოიცავს უფრო მეტს, ვიდრე ანგარიშსწორებებს. მომხმარებლები აგზავნიან თანხებს სხვადასხვა სერვისში და იღებენ მათ უკან, ახორციელებენ ტრანზაქციებს საკუთარ საფულეებს შორის და უამრავ სხვა ოპერაციას. 

თუმცა, მათი აზრით, Bitcoin-ის ქსელი „ფუნდამენტალურად“ განსხვავდება Mastercard-ისა და Visa-სგან. ეს უფრო “დაზოგვა-დაგროვების ტექნოლოგიაა”, ვიდრე “ხარჯვის” და აქვს გამოყენების უფრო მეტი ვარიანტი. 

ექსპერტები თვლიან, რომ რეალურია, თუ კრიპტოვალუტა გადარიცხული ღირებულების მოცულობით გადააჭარბებს ფინანსურ გიგანტებს მიუხედავად მნიშვნელოვანი ჩამორჩენისა. ამისათვის აუცილებელია გადაილახოს სიჩქარის უფსკრული, რომელსაც მათ „გამაოგნებელი“ უწოდეს. 

გასულ წელს Bitcoin-ის ქსელი კვარტალში საშუალოდ 25 მილიონ ტრანზაქციას ამუშავებდა. Mastercard-ის მაჩვენებელი 33 მილიარდი იყო, Visa-ს კი – 53.7 მილიარდი. 

ექსპერტებმა ხაზი გაუსვეს, რომ მეორე დონის გადაწყვეტილებები, მათ შორის მიკროგადახდების ქსელი Lightning Network (LN) შექმნილია ამ პრობლემის გადასაჭრელად. 

„ყველა საჯაროდ ხელმისაწვდომი სტატისტიკა, როგორიცაა LN ნოუდების რაოდენობა, არხების რაოდენობა და BTC მათში, ექსპონენციალურად იზრდება. თუ ასე გაგრძელდა მომდევნო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში შესაძლებელია, რომ Bitcoin-ის ქსელმა დაამუშავოს უფრო მეტი ტრანზაქცია, ვიდრე ზოგიერთი სხვა ფინანსური სისტემა ამუშავებს“, – აღნიშნავს Blockdata. 

შეგახსენებთ, Blockstream-ისებ სტრატეგიის დირექტორმა სამსონ მოუმ დაადგინა LN-ის თეორიული სიჩქარე –  40 მილიონი TPS, რაც ნიშნავს 57.6 მილიარდ ტრანზაქციას დღე-ღამეში. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button