ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები

მაიკ ნოვოგრაცი ჯერომ პაუელის ხელახლა არჩევაში Bitcoin-ისთვის რისკს ხედავს

მას შემდეგ, რაც ჯო ბაიდენმა ფედერალური რეზერვების სისტემის ხელმძღვანელად მეორე ვადით ჯერომ პაუელი დაასახელა, კრიპტოვალუტების ბაზარზე „დათვების“ რაოდენობამ იმატა. ამის შესახებ CNBC-სთან ინტერვიუში ისაუბრა კრიპტობანკ Galaxy Digital-ის დამფუძნებელმა მაიკ ნოვოგრაცმა.

ტოპ-მენეჯერმა ეჭვი გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ პაუელს არ შეუძლია აშშ-ის ეკონომიკური რეალობის გაცნობიერება. მისი აზრით, ბაზრები პესიმისტურადაა განწყობილი ბაიდენის გეგმის მიმართ – ფედერალური სარეზერვო სისტემის მიმდინარე ხელმძღვანელს უფლებამოსილების ვადა გაუხანგრძლივოს.

„ინფლაცია გაძლიერდა. ვნახავთ, მოუწევს თუ არა ფედერალური რეზერვების სისტემას უფრო სწრაფი რეაგირება. ეს ვითარება სარისკო აქტივებს დაასუსტებს, შეამცირებს კრიპტოვალუტების კურსს, თუკი მოგვიწევს ფსონები იმაზე უფრო სწრაფად ავწიოთ, ვიდრე ვვარაუდობდით“ – განაცხადა Galaxy Digital-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.

ნოვოგრაცმა ისაუბრა რისკზე, რომ პაუელი შესაძლოა ფულად-საკრედიტო პოლიტიკაში უფრო აგრესიულ მიდგომაზე გადავიდეს ხელახალი არჩევის შემდეგ. ამგვარი დამოკიდებულებისკენ მას უბიძგებს შესრულებულ სამუშაოებზე ნეგატიური შეფასების მიღების შიში. ბაიდენის გადაწყვეტილებამდე ფედერალური სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელი მონეტარული სტიმულებიდან ნელი გასვლისკენ იყო მიდრეკილი.

Galaxy Digital-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ოპტიმიზმი გამოხატა კრიპტო ინდუსტრიის გრძელვადიანი პერსპექტივის შესახებ მოკლევადიანი აღმავლობისა და ვარდნის შემდეგ.

„გამაოგნებელია იმ კომპანიების რაოდენობა, რომლებიც შემოდიან ამ სივრცეში. ერთ-ერთმა უმსხვილესმა სუვერენულმა ფონდმა მიიღო გადაწყვეტილება ციფრულ აქტივებში მუდმივი ინვესტიციის შესახებ. მსგავსი საუბრები მქონდა შეერთებულ შტატებში არსებულ დიდ საპენსიო ფონდებთან“, – განაცხადა ტოპ-მენეჯერმა.

ოქტომბერში ნოვოგრაცმა ისაუბრა თავისი პროგნოზის შესახებ, რომლის თანახმად პირველი კრიპტოვალუტის ფასი ათ წელიწადში 500 ათას აშშ დოლარს მიაღწევდა და იმ დროისთვის კრიპტოვალუტების 75% გაქრებოდა.

ადრე Galaxy Digital-ის აღმასრულებელმა დირექტორმა Bitcoin-უწოდა „მორიგი ინტერნეტი“, რომლის გამოტოვება არცერთ ინვესტორს არ სურს.

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button