ახალი ამბებიბიზნესიბლოკჩეინი და კრიპტოვალუტებიმსოფლიო

პეკინი და შანხაი გეგმავენ ციფრული იუანის მასშტაბურ ტესტირებას

Global Times-ის ცნობით, ჩინეთის ძირითადი ქალაქები აპირებენ მხარი დაუჭირონ ქვეყნის სუვერენული ციფრული ვალუტის (DCEP) ტესტირებას.

პეკინის მერმა განაცხადა, რომ დედაქალაქი დააჩქარებს ფინანსური ტექნოლოგიებისთვის განკუთვნილი ინოვაციური სადემონსტრაციო ზონების მშენებლობას 2021 წელს და ხელს შეუწყობს DCEP-ის საპილოტე გამოყენებას.

შანხაის მერმა მუნიციპალური ხელისუფლების მუშაობის ანგარიშთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ იგი გააგრძელებს ფინანსური გახსნილობის პოლიტიკას და ხელს შეუწყობს ციფრული იუანის განვითარებას.

Guangdong-ის პროვინციის გუბერნატორმა პირობა დადო, რომ ხელისუფლება ხელს შეუწყობს Shenzhen-ის DCEP-ის ინოვაციურ საპილოტე ზონად გადაქცევას.

20 იანვარს ქალაქმა დაიწყო ციფრული იუანის ტესტირების მესამე რაუნდი. 2020 წლის ოქტომბერში შენჟენის ხელისუფლებამ ხალხს ლატარიის საშუალებით დაურიგა 50 ათასი წითელი კონვერტი თითო 200 ციფრული იუანით. იანვრის პირველ ნახევარში ჩატარებული მეორე ექსპერიმენტის დროს ორჯერ მეტი ანალოგიური ლოტი გადანაწილდა.

საქალაქო ციფრული ვალუტის ტესტირების მესამე ფაზაში მონაწილეობენ ლუნჰუას რაიონის მაცხოვრებლები, რომელთა შორის 100,000 “წითელი კონვერტი” გადანაწილდა ჯამში 20 მილიონი იუანით.

შეგახსენებთ, რომ DCEP-ის მსგავსი მასობრივი ტესტირება ასევე ჩატარდა სუჟოუში.

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button