
ქართული გვარები
ედილაშვილი (ქართული გვარ – სახელები)
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ედილა.
„მისრი ედილაშვილი – სახლიკაცი მამისა ბერსინაშვილისა… კათალიკოს შიოსა და მცხეთაშვილთა თანხმობით, მან იშვილა სიძე-მღვდელი იოანე ჭარმაული, შეიყვანა მემამულედ და ჩააბარა თავისი განუყოფელი სახლი და მამული, 1442 წელს.”
ედილაშვილები დღეს ცხოვრობენ ბორჯომის ხეობასა და შიდა ქართლის სოფელ ბრეთში.
საქართველოში 452 ედილაშვილი ცხოვრობს: ქარელში – 240, თბილისში – 145, გორში – 17. არიან სხვაგანაც.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით
წყარო