მეტრეველი – (ქართული გვარ – სახელები)
მეტრეველი
(1766-1823) გვარადქცეული სადაურობის სიტყვა, მეტრევი ნასოფლარია ონის რაიონში, უწერასთან; მეტრეველი გავრცელებული გვარია. რაჭიდან (უწერა, ღარი, ონის რ-ნი და სხვა) ჯერ კიდევ ადრე დაუწყიათ ბარად ჩამოსვლა. იასე თაქთაქიშვილის მიერ შედგენილი მოწმობის წიგნი (1776წ. 17 ნოემბერი) გვაუწყებს: “აქ მე, იასე თაქთაქიშვილის ღ[მერ]თს წინაშე ასე ვმოწმობ, რომ ღ[ვ]თის წინაშე მამის და ბიძის ჩემისგან გამიგონია: რაჭიდან მეტრეველები ჩვენ მოგვსლია და ამ ერთს მეტრეველისათვის მამული ვერ უშოვნეთ. აზატობის წიგნი მოგვიცია, ვისაც უდნა ყმობოდა. წასულა და ქსნის ერისთავს ყმობია. მას დღეს აქეთ იმის ყმად ყოფილა…”. დათუნა მეტრეველი, მოიხსენიებდა 1766 წ. სითარხნის განახლების წიგნში, მიცემული მდივან ჯავახიშვილის, ნაცვალ დავით გედევანიშვილის, ნაცვალ რევაზ მეტრეველისა და სხვ. მიერ გიორგი ჩიხოშვილ-კახნიაშვილისადმი. მეტრეველები ასურეთში ამბროლაურის რაიონის სოფ. სადმელიდან არიან გადმოსულები (1941წ.).
წყარო: ქართული გვარ-სახელები, იაკობ ახუაშვილი
უფრო მეტის სანახავად გადადით ქართული გვარები – ანბანის მიხედვით