ქართული გვარები

ტარიელაშვილები – (ქართული გვარ – სახელები)

ქართული გვარი, რომელიც პირველად გვხვდება XVIII საუკუნის აღწერებში. გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ტარიელი შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ მთავარი გმირის სახელი, როგორც ფიქრობენ, მომდინარეობს ირანული დარიელისაგან, რომელიც ორი ნაწილისაგან შედგება: დარ, დარა – „მეუფე“, „მეფე“ და იელ – „გმირი“. ამრიგად, ტარიელი ნიშნავს „მეფე გმირს“. აქედანაა ნაწარმოები გვარი ტარიელაშვილი. გვარი მოხსენიებულია 1783 წლის ქართლ-კახეთის თავად-აზნაურთა სიაში, რომელიც დაერთო გეორგიევსკის ტრაქტატს და გაუთანასწორდა რუსეთის „დვორიანსტვოს“.

ტარიელაშვილი – თბილისი, გორი, ზერტი, მჭადიჯვარი, სურამი, ხაშური, ხცისი.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button