
პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე შენ ერთი მაინც..
საქართველოში შენ ერთი მაინც
არ იტყვი, როგორც იტყვიან სხვები,
შეგებრალება თვითონ კაენიც –
თუ კი პოეტის ჰქვია სახელი.
ოჰ, ჩემი სული ბევრს დაიმონებს,
მეგობრები კი არ მეყვარება –
სხვაგვარ თიბათვის დღეებს იგონებს
ჩამავალ მზეთა მგლოვიარება.
გიგზავნი ამ წიგნს… როგორც ოდესმე
მომქონდა შენთან წიგნი პირველი,
შენმა ღიმილმა უბოროტესმა
დაინდოს წიგნი და შემწირველი.