რჩევებიცხოვრების სტილიჯანმრთელობა

მიზეზები და ჯანმრთელობის პრობლემები, რომლებიც ღამის კოშმარებს იწვევს!

🌜✨ ღამე – ეს ის დროა, როცა მშვიდად ძილის პერიოდი გვიდგება, მაგრამ თუ ცუდი სიზმრები ხშირად გაწუხებთ, ეს სტატია თქვენთვისაა! ❕⤵️

1) 🔴 მენტალური დარღვევები – ხშირ ღამის კოშმარებს იწვევს პანიკური აშლილობა, დეპრესია, სტრესული გარემო, სერიოზული პრობლემა, რომელზეც დღე და ღამე გეფიქრებათ და სხვა ფსიქიკური დაავადებები.

2) 🔴 წარსულში მიღებული ტრავმა, რომელიც დღემდე მოუშუშებელია – შესაძლოა, წარსულში რაღაც სერიოზული გადაიტანეთ, შემდეგომ, გარკვეული დროის მანძილზე მიძინებული იყო და ახლა ამოყო თავი. ამ უკანასკნელს ფსიქოთერაპია შველის, ამიტომ, ბევრს ნუ ინერვიულებთ. ფსიქოლოგს მიმართეთ.

3) 🔴 💊 მედიკამენტების გვერდითი მოვლენები – არსებობს რიგი მედიკამენტებისა, რომლის გვერდითი ეფექტებიდან ერთ-ერთი ძილში შფოთვა, კოშმარები და ჰალუცინაციებიც კი არის.

4) 🔴 🍩 შუაღამისას ბევრს მიირთმევთ – დიახ, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ღამის სასუსნავების მოყვარულ ადამიანებს კოშმარები ხშირად ტანჯავთ. გახსოვდეთ, რაც ნაკლებს მიირთმევთ დაძინებამდე, მით უფრო პროდუქტიული იქნებით მეორე დღეს.

5) 🔴 🌜 საკმარისად არ გძინავთ – ეს არის დაუძლეველი წრე. არასაკმარისი ძილი კოშმარებს იწვევს, კოშმარები – არასაკმარის ძილს. ეცადეთ, ძალიან დაიღალოთ, ივარჯიშოთ, ცურვით დაკავდეთ, გადაიღალოთ და ღამე გადაბმულად 8 საათი მაინც გამოიძინოთ. შემდეგ, ეს პრობლემა თანდათან წავა.

6) 🔴 👻 საშინელებათა ფილმებს ზედმეტად ხშირად უყურებთ – კვლევებმა დაადასტურა, რომ კოშმარებზე ყველაზე დიდი გავლენა საშინელებათა ფილმებს და მედიას აქვს! ეცადეთ, 2-3 საათით ადრე მაინც უყუროთ და მერე მოემზადოთ დასაძინებლად და მთავარი – ! არ ჩაგეძინოთ საშინელებათა ფილმის ყურების დროს ! 🦻🏻ის, რაც ძილის დროს გვესმის, სიზმრებში წარმოგვიდგენია ხოლმე. გსურთ, რომ საშინელებათა ფილმის პერსონაჟად ამოყოთ თავი?

7) 🔴 რაც არ უნდა გასაკვირი იყოს – გაქვთ ლაქტოზას აუტანლობა. – სნექებსა და სასუსნავებზე ზემოთ ვისაუბრეთ და ახლა, კონკრეტულად რძის პროდუქტებს რაც შეეხება: კანადის სამედიცინო ცენტრის პროფესორები ამტკიცებენ, რომ შემაწუხებელ და საშინელ სიზმრებს იწვევს დაძინაბამდე რამდენიმე საათით ადრე ბევრი რძის პროდუქტის მირთმევა. მითუმეტეს, თუ ლაქტოზას აუტანლობა გაქვთ.

Source
ლუკა ჭაფოძე

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button